შემოგვიერთდით

დღეს, ფაბრიკაში საგანმანათლებლო მეთოდების გამოფენა გაიხსნება

„World Vision საქართველოს” ოფისი ,,მშვიდობისა და განვითარების აკადემიასა” და ,,საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციასთან“ ერთად მართავს საგანმანათლებლო მეთოდების გამოფენას. საერთაშიროსო ღონისძიება გაიხსნება 13 ივნისს, 16:00 საათზე მულტიფუნქციურ ცენტრ ფაბრიკაში. მისმართი:  ნინოშვილის ქუჩა N8.

საგანმანათლებლო მეთოდების გამოფენა არის სივრცე, რომლის ინტერაქტიულ და ინსპირაციულ გარემოში, მონაწილეებს საშუალება ექნებათ გამართონ დისკუსიები, დებატები და გააზიარონ ახალგაზრდებთან მუშაობის ეფექტური მიდგომები და მეთოდები.

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 100-მდე ახალგაზრდებთან მომუშავე სპეციალისტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და ევროპის 10-ზე მეტი ქვეყნიდან.

მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ იმ ეფექტურ პრაქტიკას, რაც ახალგაზრდულ მუშაკებს საშუალებას მისცემს  დაგეგმონ და ჩაატარონ ახალგაზრდული სამშვიდობო კამპანიები და ჩართულნი  იყვნენ კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესში.  ასევე, წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდობის ეკონომიკური შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად საჭირო საგანმანათლებლო პროგრამები, რაც დღემდე გამოყენებულა  ახალგაზრდების სამეწარმეო შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

“World Vision საქართველო აღნიშნულ ინიციატივაში ჩართულია ევროკავშირის პროექტის „კომპეტენციები დასაქმებისთვის“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია EU4YOUTH პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის ზრდას დასაქმებასა და განათლებაზე.

საკონტაქტო პირი: ანა ჩხაიძე, კომუნიკაციებისა და ადვოკატირების სპეციალისტი: 551 333331

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *