შემოგვიერთდით

ვაკანსია საცოლისთვის – ქუთაისელი საქმრო საცოლისთვის სამსახურს ეძებს

ქუთაისელმა დავით კიკვაძემ გადაწყვიტა საცოლეს სამსახურის ძიებაში დაეხმაროს.

მართალია მისი საცოლე ქრისტინე ამჟამად დასაქმებულია, მაგრამ გვიან მუშაობა უწევს, რაც ხელს უშლის სწავლაში. დათომ გადაწყვიტა ამის შესახებ ლინკდინზე დაეპოსტა:

#ვაკანსიასაცოლისთვის: მოგესალმებით. მინდა რეკომენდაცია გავუწიო ჩემს საცოლეს, რომელიც სუპერმარკეტები კონსულტანტ-მერჩენდაიზერია. მისი საქმიანობის ფარგლებში, დაქვემდებარებულ მაღაზიებში გეგმა სრულდება წარმატებით ( 100% + 15% ), პროდუქცია არის ყოველთვის მოწესრიგებული და მომხმარებლების 90% გამოთქვამს კმაყოფილებას. მისი შედეგი მეტყველებს მის პროფესიულ და პიროვნულ თვისებებზე. მიუხედავ იმისა, რომ ნიკორას ხელმძღვანელობა მაქსიმალურად უწყობს ხელს და მასზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს სთავაზობს, ( ამისთვის #Respect ამ მაღაზიას) სამწუხაროდ ძალიან გვიან უწევს სამსახურიდან გამოსვლა და ვერ ახერხებს საფუძვლიანად სწავლას. შემოთავაზების შემთხევევაში, გთხოვთ დააკომენტაროთ ან მოგვწეროთ. ლოკაცია – ქუთაისი.

  •  
  •  
  •  
  •