შემოგვიერთდით

თიბისის პროექტის “სტარტაპ-დეკრეტი” გამარჯებულები გამოვლენილია

თიბისი ბანკის პროექტის “სტარტაპ-დეკრეტი” გამარჯებულები გამოვლენილია. პროექტში, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყოთიბისელებს შეუძლიათ, საკუთარი ბიზნეს იდეების განსავითარებლად 6 თვიანი ანაზღაურებადი დეკრეტი აიღონ და ეს დრო ჩანაფიქრის განხორციელებას მოახმარონ.

იდეის ავტორების აზრით, ბიზნესს ისეთივე ყურადღება სჭირდება, როგორც ახალშობილს, სწორედ ამიტომაც ჰქვია პროექტს “სტარტაპ-დეკრეტი”.

კონკურსის ფარგლებში დარეგისტრირდა 24 იდეა, 4 ფინალისტიდან კი 3 გახდა გამარჯვებული. აქცენტი გაკეთდა ციფრულ, ტექნოლლოგიურ, ინოვაციურ პროექტებზე.

გამარჯვებული თანამშრომლები კი არიან:

  • თორნიკე ყიფიანი – სტარტაპი “ინვენტორი”
  • თორნიკე კაჭკაჭიშვილი – “სოკო”;
  • პაატა ბერიაშვილი – www.Geparts.ge.

ისინი მალე მათთვის სასურველ დროს დეკრეტში გავლენ, მაგრამ ბავში აქ არაფერ შუაშია, მათ საკუთარ სტარტაპზე უნდა იზრუნონ. ძირითად სამსახურს კი ამის შემდეგ დაუბრუნდებიან.

“თიბისი ბანკისთვის მთავარია ისეთი გარემო შექმნას და ისეთი თანამშრომლებისთვის გახადოს ეს კომპანია მიმზიდველი, რომლებიც არიან ინოვაციებზე ორიენტირებულები, მომხმარებელებზე ორიენტირებულები. ჩვენ გვაქვს ისეთი კორპორატიული კულტურა, რომ მოვიზიდოთ მილენიალები, რომლებისთვისაც ტრადიციული ბანკი აღარ არის საინტერესო.

ეს პროექტი აუცილებლად გაგრძელდება. შემდეგი ნაკადზე დარწმუნებული ვარ ბევრად მეტი აპლიკაცია იქნება.” – გვანცა მურღვლიანი, თიბისი ბანკის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღანელი.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დეკრეტულ შვებულებას თიბისი ბანკი სრულად აანაზღაურებს. ის თანამშრომლების ჩანაფიქრის ჯერ სტარტაპად, შემდეგ კი ბიზნესად ქცევაში დაეხმარება.

  •  
  •  
  •  
  •