შემოგვიერთდით

ილიაუნის ბიზნესის სკოლის დეკანი გიორგი ქადაგიძე გახდა

დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის არჩევნები გაიმართა.

ბიზნესის სკოლის ფაკულტეტის საბჭოს 35-ვე წევრის გადაწყვეტილებით, ბიზნესის სკოლის დეკანის პოზიციაზე გიორგი ქადაგიძე აირჩიეს.

გიორგი ქადაგიძე 2016 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სრული პროფესორია.

2009-2016 წლებში ის იყო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე და ბანკის პრეზიდენტი; ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ალტერნატიული მმართველი და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის მმართველი საქართველოს მხრიდან.

  •  
  •  
  •  
  •