შემოგვიერთდით

ვინ მოიპოვა იუნესკოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის კვლევითი სტიპენდია?

ილიკო დარასელია დაიბადა 1995 წლის 30 დეკემბერს ქალაქ ზუგდიდში.
2014 წელს წარმატებით დაამთავრა ზუგდიდის მ. კოსტავას სახელობის #2 საჯარო სკოლა და მოიპოვა ოქროს მედალი.
2014 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიიღო სახელმწიფოს 100%-იანი გრანტი და ჩაირიცხა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში.
ძირითადი სპეციალობა: საერთაშორისო ურთიერთობები და ევრო-ატლანტიკური კონცენტრაცია (გერმანული მიმართულება).
მაინორი სპეციალობა: შორეული აღმოსავლეთი (ჩინური მიმართულება).
2016 წელს ილიკო მონაწილეობდა სტუდენტური გაერთიანება “AIESEC”-ის მიერ ოგრანიზებულ გერმანულ პროექტში სახელწოდებით “German Academy”.
2016 წელს ილიკომ მონაწილეობა მიიღო კონფუცის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო ბანაკში ჩინეთში (ქალაქ ლანჭოუსა და სიანში).
2016 წელს ილიკო მონაწილეობდა ჩინური ენის სიტყვით გამოსვლის კონკურსში და მოიპოვა მეორე ადგილი.
2017 წელს ილიკომ კონკურსის გავლის შედეგად მოიპოვა გერმანიის გაცვლითი სამსახურისა (DAAD) და გერმანიის მთავრობის ერთთვიანი საზაფხულო სტიპენდია და ერთი თვის განმავლობაში სწავლობდა ბერლინის საერთაშორისო კომუნიკაციების ინსტიტუტში გერმანულ ენას.
გერმანიაში ყოფნისას ილიკომ მოიპოვა გერმანული ენის საერთაშორისო სერტიფიკატი (B2 დონე).
2017 წელს ჩინური ენის საერთაშორისო გამოცდის (HSK) გავლისა და ჩინური ენის ზეპირი გამოცდის (HSKK) წარმატებით ჩაბარების შემდგომ ილიკომ მოიპოვა კონფუცის ინსტიტუტის სტიპენდია და ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა ჩინურ ენას ქალაქ ლანჭოუში ლანჭოუს უნივერსიტეტში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილების განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა კომისიამ ილიკოს ჩინეთში მგზავრობა სრულად დაუფინანსა.
2018 წელს ჩინეთში ყოფნისას ილიკომ ჩააბარა ჩინური ენის საერთაშორისო გამოცდა და მოიპოვა ჩინური ენის HSK 4 (B2 დონე) სერტიფიკატი.
ერთი წლის განმავლობაში ილიკო მუშაობდა კომპანია ჰუალინგში ჩინური ენის თარჯიმნის პოზიციაზე.
2019 წელს ილიკომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიარა გასაუბრება ინგლისურ, ქართულ, ჩინურ ენებზე და გახდა საქართველოს ერთ-ერთი კანდიდატი პროგრამაში სახელწოდებით “The Great Wall”. საბოლოოდ კი მან მოიპოვა იუნესკოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ შემოთავაზებული კვლევითი სტიპენდია და იგი გაივლის კვლევით სტაჟირებას ქალაქ სიამენში მის მიერ არჩეულ სიამენის უნივერსიტეტში.
ილიკო ფიქრობს, რომ წარმატება “ცოდნით, შრომითა და თავისუფლებით” მიიღწევა. მას მიაჩნია, რომ ქართულ საზოგადოებას საქართველოს წინაშე მნიშვნელოვანი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გააჩნია და ყველამ საკუთარი ცოდნა და რესურსი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისკენ უნდა მიმართოს.

  •  
  •  
  •  
  •