შემოგვიერთდით

,,კეონი აკადემია” – ახალი პროფესიული კოლეჯი სილამაზის სფეროში

პირველად საქართველოში ჰოლანდიური ბრენდი კეონის აკადემია გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული დიპლომი და დასაქმდეთ წარმატებით სილამაზის მომსახურების სფეროში.

„კეონის აკადემია“ დაფუძნებულია კომპანია შპს „Beauty Life”-ის ბაზაზე, რომელიც გახლავთ 97 წლიანი გამოცდილების მქონე ჰოლანდიური ბრენდის KEUNE Haircosmetics ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში.

ჰოლანდიური ბრენდი მსოფლიოს მასშტაბით 80 ქვეყანაშია წარმოდგენილი და ევროსტანდარტების შესაბამისი აკადემიებით უზრუნველყოფს სილამაზის მომსახურების სფეროში პროფესიული განათლების პოპულარიზაციას.  დეტალური ინფორმაცია KEUNE Academy-ის შესახებ მისი დირექტორისგან თამარ მერაბიშვილისგან შევიტყვეთ.

HR hub: რატომ გადაწყვიტეთ „კეონი აკადემიის“  შექმნა?

ადგილობრივ ბაზარზე 10 წლიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ თმისა და სილამაზის მომსახურების სფეროში მაღალია დამსაქმებლის მხრიდან კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნა, შესაბამისად საჭიროება გაჩნდა შეგვექმნა საქართველოში წამყვანი, ხარისხზე ორიენტირებული სასწავლო დაწესებულება, რომელიც ვითარდება ინოვაციური მიდგომების დანერგვით საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველზე.

HR hub: რა კურსების გავლაა შესაძლებელი თქვენთან?

სწავლება ხორციელდება ორი მიმართულებით: თმისა და ფრჩხილის მომსახურების პროგრამები. ჩვენ ვეხმარებით სტუდენტებს პროფესიული უნარების განვითარებაში და უზრუნველვყოფთ თმისა და სილამაზის მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური და მოქალაქეობრივი პასუხისგებლობის მქონე კადრების, სტილისტის და მანიკური/პედიკურის სპეციალისტების აღზრდას.

HR hub: როგორია კურსების ხანგრძლივობა?

თმის მომსახურების პროგრამის ხანგრძლივობაა 9 თვე, ფრჩხილის მომსახურების კი – 8 თვე. აქვე აღვნიშნავ, რომ საქართველოში, ფრჩხილის მიმართულებით მხოლოდ ჩვენს აკადემიაშია შესაძლებელი ავტორიზებული პროგრამის გავლა.

გარდა იმისა, რომ აკადემიაში სწავლის მსურველები სრულად დაეუფლებიან თმის ან ფრჩხილის მომსახურების ტექნიკურ ნაწილს, სწავლება ასევე მოიცავს დარგობრივი ინგლისური ენის, მარკეტინგის, გაყიდვების, მეწარმეობის და სხვა ზოგადი საგნების საფუძვლიან შესწავლას, რომელიც მომავალში დაეხმარებათ სრულფასოვნად ააწყონ და მართონ საკუთარი ბიზნესი. პროგრამა მოიცავს ასევე საწარმოო პრაქტიკას, რომელსაც სტუდენტები გადიან პრემიუმ კლასის სილამაზის სალონ – სტუდია KEUNE-ში.

HR hub: სწავლა ფასიანია? ,,კეონის აკადემია” წარმოადგენს ავტორიზირებულ კერძო კოლეჯს, რომელიც გასცემს სახემწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომებს. სრული პროგრამის ღირებულება, როგორც თმის, ასევე ფრჩხილის მიმართულებით 5500 ლარია. პირველი შენატანი არის 10% ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 კვირის ვადაში და დანარჩენი ნაწილდება ყოველთვე 8 თვის განმავლობაში თანაბრად.

HR hub: როდის გამოცხადდება მიღება?

ავტორიზაციის პროცესი დასრულებულია, ევროპული სტანდარტების გარემოს შესაბამისმა პროფესიულმა კოლეჯმა მოიპოვა 6 წლიანი ოფიციალური უფლება გასცეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომები.

 სტუდენტების მიღება გამოცხადებულია და ნებისმიერი ასაკის მსურველს, როგორც სრულწლოვნებს, ასევე  9 კლასდამთავრებულებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ, წარმოადგინონ შესაბამისი საბუთები და ინდივიდუალური გასაუბრებების საფუძველზე, ყოველგვარი გამოცდების გარეშე ჩაირიცხონ.

HR hub: კურსდამთავრებულებს თუ დაეხმარებით დასაქმებაში?

პროფესიული კოლეჯის დასრულების შემდეგ, როგორც უკვე აღვნიშნე,  სტუდენტს გადაეცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი, რომლითაც შეეძლებათ დასაქმდნენ წარმატებით სილამაზის მომსახურების სფეროში ან პროგრამის ფარგლებში მიღებული ზოგადი და პროფესიული განათლებით სრულფასოვნად ააწყონ და მართონ საკუთარი ბიზნესი.

აკადემიაში ფუნქციონირებს პროფორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის სამსახური, შესაბამისად ჩვენი მთავარი მიზანია კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობა, რომელიც რა თქმა უნდა დაგეგმილი რიგი პროექტების განხორციელების საფუძველზე მოხდება.

წარჩინებულ სტუდენტებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ საერთაშორისო გამოცდილების მიღების, რომელიც ხორციელდება ოფიციალური წარმომადგენლობის დახმარებით.

HR hub: მომავალში ხომ არ გეგმავთ სხვა კურსების დამატებასაც?

თმისა და ფრჩხილის მომსახურების 8-9 თვიანი პროგრამების გარდა, ნოემბრიდან დაგვემატება მოკლევადიანი, 1 – 1.5 თვიანი პროგრამები, კონკრეტული მიმართულებებით, რომელთა დასრულების შემდეგაც სტუდენტი მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს. კურსის ღირებულება შეადგენს 3000 ლარს.

ასეთი პროგრამებით შესაძლებელი იქნება, როგორც არსებული სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება, ასევე დამწყები სპეციალისტებისთვის, კონკრეტული მიმართლებით განვითარება.

  •  
  •  
  •  
  •