შემოგვიერთდით

,,კომპანიის თითოეული თანამშრომელი, კომპანიის უხილავი მამოძრავებელი ძალაა”-ზეინაბ აბდულიში

კომპანია ,,მოდუსი” ქართულ  ბაზარზე 90-იანი წლებიდან გამოჩნდა და დღეს უკვე წარმატებული მოღვაწეობის 20 წელს ითვლის.

დროთა განმავლობაში, ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დაიხვეწა და მრავალფეროვანი გახდა კომპანიის მომსახურების არეალი. აქტიურად  დაიწყო უცხოური ბაზრის შესწავლა და ქართულ რეალობასთან ადაპტირება. როგორც კომპანიაში ამბობენ, სირთულეების მიღმა ბევრი შესაძლებლობაა, ამიტომ თავდაჯერებულად მიემართებიან დასახული მიზნებისკენ. დღეს, ,,დარ ჰოლდინგში” შემავალი –  ჰიპერმარკეტების ქსელი მოდუსი, თბილისსა და ბათუმში ექვსი ფილიალითაა წარმოდგენილი. ,,დარ ჰოლდინგი” გარდა მოდუსისა, მოიცავს  კომპანიებს – სამშენებლო-დეველოპერულ სფეროში (დარ ბილდინგი), სასტუმროების ბიზნესში  (ერა პალასი ) და საწარმოო ინდუსტრიაში (დარ კაპიტალი).

კომპანიის საქმიანობის შესახებ ვესაუბრეთ ,,მოდუსის” ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელს ზეინაბ აბდულიშს.

HR hub: მოგვიყევით ,,მოდუსის” საქმიანობის შესახებ.

,,მოდუსი” სამშენებლო-სარემონტო მასალების საბითუმო და საცალო ვაჭრობაში ლიდერი კომპანია გახლავთ ქართულ ბაზარზე. მოდუსის თანამედროვე სტანდარტის შოურუმებში, გარდა ადგილობრივი წარმოების პროდუქციისა, განთავსებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული პროდუქცია. მოდუსის ქსელში წარმოდგენილია ყველა სახის სარემონტო-სამშენებლო მასალები, ასევე მულტიბრენდული ავეჯის შოურუმები, საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ნივთები, სველი წერტილების ინვენტარი და აქსესუარები, განათება, ელექტროობა და მრავალი პროდუქტი სხვადასხვა კატეგორიიდან. მომსახურების მაღალი სტანდარტითა და მართვის თანამედროვე მეთოდებით, ვცდილობთ ბაზარზე ლიდერის პოზიციის შენარჩუნებასა და განმტკიცებას.

HR hub: რამ განაპირობა თქვენი აზრით ის, რომ კომპანია 20 წელია ბაზარზეა?

წარმატების კომპონენტებზე საკმაოდ ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ, როგორებიცაა პროფესიონალიზმი, მოქნილობა, ინოვაციების დანერგვა, გამოწვევები და ა.შ. მაგრამ ყველაფრის საფუძველია  ადამიანური კაპიტალი – კომპანიის თითოეული თანამშრომელი, რომელიც კომპანიის უხილავი მამოძრავებელი ძალაა. მაშინ კომპანიაში თანამშრომელთა რაოდენობა შეადგენდა 30 ადამიანს, ბევრ მათგანს დღეს კომპანიაში უჭირავს წამყვანი პოზიცია. ,,დარ ჰოლდინგის” შვილობილ კომპანიებში დასაქმებულია 2000-ზე მეტი ადამიანი, ამათგან 700-მდე მოდუსის თანამშრომელია. ჩვენი გუნდი ორიენტირებულია შექმნას მომხმარებელთან გრძელვადიანი, ნდობასა და პროფესიონალიზმზე დაფუძნებული ურთიერთობები. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ჩვენს თანამშრომლებს პერიოდულად უტარდებათ ტრენინგები. ტრენინგის მიზანია დაეხმაროს მათ ეფექტური მომსახურებისა და გაყიდვების პროცესის მართვაში.

რას ნიშნავს იყო მოდუსის გუნდის წევრი?

მოდუსის საკადრო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, თანამშრომლების ადაპტაცია ორგანიზაციაში. ეს პროცესი მოიცავს თანამშრომლის შერჩევას, მის მიღებას, კომპანიის კორპორატიული კულტურისა და ბიზნეს სტრატეგიის გაცნობას, თანამშრომლის განვითარებისა და თვითრეალიზაციის სწორი ხერხების გამოყენებას, რაც სამომავლოდ განაპირობებს ადამიანებთან სტაბილურ თანამშრომლობას გრძელვადიანი პერსპექტივით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომელი, რომელიც მოდის სამსახურში არა მხოლოდ იმისთვის, რომ  შეასრულოს თავისი ფუნქცია-მოვალეობა, არამედ იმისთვის, რომ ის არის დიდი გუნდის წევრი და თავისი საქმიანობით შეაქვს წვლილი ბიზნესის განვითარებაში. აქვე მინდა დავამატო, რომ თითოეულ თანამშრომელს კარგად უნდა ესმოდეს კომპანიის ღირებულებები და იყოს  ბრენდის ერთგული.

HR hub: რას მიიჩნევთ ყველაზე დიდი მიღწევად?

ყველაზე დიდი მიღწევაა ბიზნესის სტაბილური ზრდა, ხელმძღვანელობის სწორი სტრატეგია, რომელიც კომპანიას წლებთან ერთად, ზრდის და აფართოვებს. მსოფლიო ბაზრის გამოწვევების პარალელურად მოდუსის გუნდი ახერხებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ჯანსაღი სამუშაო პიროებების შეთავაზებას. ასევე ღირესეული წვლილის შეტანას ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში.  დღეს მოდუსი ფინანსურად სტაბილური კომპანიაა და ადგილობრივი ბაზრის რეიტინგებში კონკურენტუნარიან პოზიციებს იკავებს.

ზეინაბ აბდულიშმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამომავლოდ, ,,მოდუსი” გეგმავს ქართულ ბაზარზე გაფართოებას, ბევრი საინტერესო პროდუქტის შეთავაზებას მომხმარებლისთვის. კომპანიის მიზანია გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი, დაამკვიდროს საუკეთესო დამსაქმებლის რეპუტაცია. ,,ჩვენ წინ გველოდება ახალი ჰორიზონტები, ახალი მიღწევები, აღმოჩენები და საინტერესო სამუშაო გარემო”- განაცხადა ზეინაბმა.

 

  •  
  •  
  •  
  •