შემოგვიერთდით

კონკურსი „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გამოცხადდა

კონკურსის მიზანია გამოავლინოს საქართველოში მოქმედი კომპანიები, რომლებიც ამკვიდრებენ ქალების პროფესიული განვითარებისა და წინსვლის საორგანიზაციო კულტურას, უზრუნველყოფენ თანასწორ გარემოს და თანაბარ წვდომას რესურსებსა და შესაძლებლობებზე.

აქციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის ნებისმიერ იურიდიულ პირს.

კონკურსი წარმოაჩენს ბიზნეს პრაქტიკას, რომელიც ხელს უწყობს ქალებს მიიღონ განათლება, სრულფასოვნად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ეკონომიკური სფეროს ყველა სექტორში და ყველა დონეზე  მოახდინონ თავიანთი შესაძლებლობების სრულყოფილი რეალიზება.

ყოველწლიური კონკურსი „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ მიმდინარეობს 2016 წლიდან და დღემდე მასში მონაწილეობა მიღებული აქვს ასზე მეტ კომპანიას. კონკურსს საფუძვლად დაედო გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების ოფისის თანამშრომლობის ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს ქალთა უფლებების გაფართოების მეოთხე პრინციპს, კერძოდ ქალების განათლების, სწავლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

წელს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო აღნიშნულ კონკურსს ატარებს ბიზნეს ლიდერთა ფედერაციასთან ერთად. საკონკურსო პერიოდია: 30 იანვარი – 15 თებერვალი, 2019. კონკურსის დასასრულს გაიმართება იმ კომპანიების დაჯილდოება, რომლებიც პრაქტიკაში ახორციელებენ ქალთა უფლებრივი გაძლიერების პრინციპებს.

მოვუწოდებთ ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებს შემოგვიერთდნენ ქალების პოტენციალის სრულად რეალიზების პოპულარიზებაში. აქციის მიზანია, გამოავლინოს საქართველოში  მოქმედი ლიდერი კომპანიები, რომელიც ხელს უწყობს  სამუშაო ადგილებზე ქალების პროფესიულ განვითარებას, განათლებასა და გაძლიერებას, რაც პირდაპირ კავშირშია კომპანიისა და ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებასთან.

კონკურსი გამოცხადდა 2019 წლის 30 იანვარს, ხოლო განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 2019 წლის 15 თებერვალი.

აქციაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია შემდეგი გზით:

აღნიშნული ინიციატივით დაინტერესებულმა მოქმედი ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა და გამოაგზავნონ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: geb@mcageorgia.ge

მეტი ინფორმაციის მისაღებად დაეკონტაქტეთ: ქეთევან მამინაიშვილს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის გენდერისა და სოციალური საკითხების ინტეგრირების დირექტორს, ტელ: 555 522 270, ელ. ფოსტა: kmaminaishvili@mcageorgia.ge  ან ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ აღმასრულებელ დირექტორს, თეა გოგუაძეს, ტელ.555 551 171; ელ.ფოსტა: t.goguadze@w4t.online

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *