შემოგვიერთდით

„კრისტალის“ ტალანტების მართვისა და განვითარების სამსახურს სალომე კვახაძე უხელმძღვანელებს

კომპანია „კრისტალი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, რომლის ფარგლებშიც მის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს  ტალანტებისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულება წარმოადგენს.

სწორედ  2019-2023 წლების 5 წლიანი სტრატეგიული გეგმის თანახმად, ამ მიმართულებით კომპანიაში დაგეგმილია  მნიშვნელოვანი  ცვლილებები  და  პროექტები, რომლის განხორციელებას სალომე კვახაძე უხელმძღვანელებს.

სალომეს აქვს 10  წლიანი სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა ბიზნეს სფეროში ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით.  ის კომპანია „ნიკორაში“, ხოლო შემდეგ კომპანია  „ნატახტარში“  პერსონალის მართვის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.

სალომე კვახაძემ დაამთავრა კავკასიის ბიზნესის სკოლა მენეჯმენტის მიმართულებით, ასევე,   წარჩინებით დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა ფინანსების მიმართულებით. ამას გარდა, ის  ამავე უნივერსტეტის მიერ სრული დაფინანსებით,  ერასმუს+ საგრანტო პროგრამით პოლონეთში, კატოვიცეს ეკონომიკის უნივერსიტეტში სწავლობდა.

„კრისტალში“  მუშაობის პარალელურად,  სალომე განაგრძობს აკადემიურ საქმიანობას ბიზნესისა და ტექნოლოგოების უნივერსტეტეტში, სადაც ის მიწვეული ლექტორის სტატუსით  „ადამიანური კაპიტალის მენეჯმენტის“  კურსს უძღვება.

„კრისტალის“ მენეჯმენტის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი პოტენციურ კანდიდატებთან და გუნდის წევრებთან გრძელვადიანი თანამშრომლობაა. სწორედ ამ მიზნით, კომპანიაში მუშავდება ტალანტების განვითარების გეგმა, რომელიც მაღალი შედეგების და პოტენციალის მქონე თანამშრომლებისათვის კარიერული ზრდის და მოტივაციის გეგმას დაეფუძნება. სალომე კვახაძის ახალ პოზიციაზე დაწინაურება კი ამ გეგმის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია.

ლიკა ნოზაძე  კი  „კრისტალის“ გუნდს  მოწვეული ექსპერტის სტატუსით გაუწევს კონსულტაციას და  HR  მიმართულებით  მნიშვნელოვან პროექტებში  ჩაერთვება, რომელსაც კომპანია მომავალი წლის განმავლობაში, განახორციელებს.

  •  
  •  
  •  
  •