შემოგვიერთდით

ლიკა ბერუაშვილი: “თეგეტა აკადემია პირველი და დღეისათვის ერთადერთი ავტორიზებული საავტომობილო კოლეჯია”

თეგეტა აკადემიამ პროფესიული კოლეჯის ავტორიზაცია მოიპოვა. აკადემიის სასწავლო პროგრამებისა და სამომავლო გეგმების შესახებ www.hrhub.ge თეგეტა მოტორსის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის  ხელმძღანელსა და “თეგეტა აკადემიის” დირექტორს ლიკა ბერუაშვილს ესაუბრა.

HR hub: ლიკა რა იყო თეგეტა აკადემიის შექმნის წინაპირობა?

თეგეტა მოტორსი როგორც ჰოლდინგი მუდმივად იზრდება და ვითარდება, შესაბამისად მუდმივად აქვს პროფესიონალი კადრების საჭიროება.

2013 წელს კომპანიის მენეჯმენტის მხრიდა მოხდა სწორი შეაფასება საჭიროების და დაარსა ტრენინგ ცენტრი, რომელმაც დაიწყო ორი მიმართულებით მუშაობა:

  • ერთი – არსებული თანამშრომლების გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება და განვითარება;
  • ხოლო მეორე – ახალი თანამშრომლების მომზადება.

2017 წლის ბოლოს ტრენინგ ცენტრი გახდა თეგეტას შვილობილი კომპანია და დღეს უკვე აგრძელებს მუშაობს, როგორც ავტორიზებული პროფესიული კოლეჯი.

თეგეტა აკადემია პირველი და დღეისათვის ერთადერთი ავტორიზებული კოლეჯია საავტომობილო მიმართულებით, რომელიც უზრუნველყოფს სწავლების უახლეს სტანდარტებს, პროგრამებს და დუალური სწავლების მოდელს თეგეტა მოტორსთან ერთად.

HR hub: რა არის სასწავლო ცენტრის მიზანი?

თეგეტა აკადემიის მიზანია ქვეყანაში პროფესიული განათლების პოპულარიზაცის ხელშეწყობა, ავტომომსახურების  სფეროში  მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება და მათი შემდგომი დასაქმება.

HR hub: რა მიმართულებებს მოიცავს სასწავლო პროგრამა?

თეგეტა აკადემიას აქვს, როგორც მოკლევადიანი სასერთიფიკატო კურსები სხვადასხვა ტექნიკური თუ ბიზნეს ტრენინგების სახით (დაახლოებით 20-25 მოდული), ასევე მიმდინარე წელს იწყება სტუდენტების მიღება ავტორიზებულ პროგრამებზე მსუბუქი ავტომობილის  შეკეთების მიმართულებით, კერძოდ – ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება (სწავლება განხორციელდება  დუალური მეთოდით), სავალი ნაწილის შეკეთება (მოდულური) და ძრავის შეკეთება (მოდულური).

HR hub: როგორ შეიძლება თქვენთან სწავლის დაწყება?

თეგეტა აკადემიაში სწავლის დასაწყების მსურველები გადიან ტესტირებას და ინდივიდუალურ გასაუბრების ეტაპებს, რის შემდეგ შერჩეული კანდიდატები იწყებენ სწავლას და წარმატებულ კურსდამთავრებულები გარანტირებულად იწყებენ მუშაობას თეგეტა მოტორსსა და მის შვილობილ კომპანიებში.

HR hub: რა მიზნები გაქვთ 2019 წელს?

2019 წელს ვგეგმავთ მივიღოთ სტუდენტები ავტორიზებულ პროგრამებზე, დავამატოთ და შევქმნათ ახალი მოკლევადიანი პროფესიული მოდულები საავტომობილო სფეროს საჭიროებების მიხედვით. ასევე აქტიურად ვმუშაობთ, რომ მიმდინარე წლის ბოლოს ბათუმში გავხსნათ აკადემიის რეგიონალური ფილიალი.

 

  •  
  •  
  •  
  •