შემოგვიერთდით

ლუკა პოლარეს მე-15 ფილიალი გაიხსნა !

ლუკა პოლარე გაფართოებას განაგრძობს და რიგით მეთხუთმეტე ფილიალი ამჯერად თბილისში, ყაზბეგის 9 N-ში გაიხსნა

გემრიელი ყავის და საუკეთესო ნაყინის კიდევ ერთი ადგილი ახლახანს გამოჩნდა ყაზბეგის გამზირზე.

2008 წელს, ლესელიძის ქუჩაზე, 20 კვადრატულ მეტრში, პატარა ნაყინის სალონი გაიხსნა. ეს იყო Luca Polare-ს პირველი ფილიალი.

ქართული ბრენდი ამჟამად წარმოდგენილია საქართველოს სამ ქალაქში. აქედან 10 ფილიალი  არის თბილისში, ოთხი – ბათუმში და ერთი – ქობულეთში.

ქართული ნაყინების სალონის ქსელი Luca Polare მომხმარებელს სთავაზობს 60 –მდე სახეობის ნაყინსა და ყავას.

ნაყინის წარმოება საქართველოში ხდება, ბუნებრივი პროდუქტებით, ახალი ხილისა და რძის გამოყენებით. არც ერთი პროდუქტი არ შეიცავს ხელოვნურ დანამატს.

11 წლის განმავლობაში, Luca Polare-ს წარმატების გასაღებია: მაღალი ხარისხის პროდუქცია, მეგობრული მომსახურება და განსაკუთრებული ყურადღება თითოეულ მომხმარებელზე.

  •  
  •  
  •  
  •