შემოგვიერთდით

მაკა იოსელიანი „ნიუ ჰოსპიტალსის“ მოზრდილთა და ბავშვთა რევმატოლოგიის ცენტრს უხელმძღვანელებს

„ნიუ ჰოსპიტალსში“ მოზრდილთა და ბავშვთა რევმატოლოგიის ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო. ცენტრი პაციენტებს სრული დატვირთვით ემსახურება და მას მედიცინის დოქტორი, რევმატოლოგი, მაკა იოსელიანი ხელმძღვანელობს. ის მედიცინის დოქტორი და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. აქვს 25 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება რევმატოლოგიაში. ამავდროულად, პაციენტებს ემსახურებიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე რევმატოლოგები – მაია ლეკიშვილი და ია დემურაშვილი.

რევმატოლოგიის ცენტრში ხელმისაწვდომია რევმატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის სრული მომსახურება – როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ პირობებში. დაავადებების ზუსტი დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება ულტრათანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა და ლაბორატორიული კვლევები, რომლებიც ტარდება „ნიუ ჰოსპიტალსის“ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში.

რევმატოლოგია შინაგანი მედიცინის დარგია და შემაერთებელი ქსოვილის სისტემურ დაავადებებს მოიცავს. სხვადასხვა რევმატოლოგიური დაავადების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ეფექტური კურსის შერჩევისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების ჩართულობა, რაც აგრეთვე ხელმისაწვდომია „ნიუ ჰოსპიტალსში“.

რევმატოლოგიის ცენტრის სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ სხვადასხვა ჩივილები, როგორიც არის წონის კლება, სისუსტე, გაძლიერებული ოფლდენა, ცხელება, კანის დაზიანება, წყლულები პირის ღრუში და ცხვირის ლორწოვანზე, მხედველობის სწრაფი დაქვეითება, კუნთების დაზიანება, ჰეპატოსპლენომეგალია (ღვიძლისა და ელენთის გადიდება) და სხვა. ასევე ტკივილი, შეშუპება ან/და მოძრაობის შეზღუდვა სახსრების არეში.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 250 საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ გამორჩეული ინფრასტრუქტურა და პროფესიონალთა გუნდის შეთანხმებული, მულტიდისციპლინური მიდგომა, პაციენტების მკურნალობის შედეგიანობისა და კმაყოფილების საწინდარია.

  •  
  •  
  •  
  •