შემოგვიერთდით

მომღიმარი თანამშრომლები, კრაფტ ბურგერები და გამორჩეული დიზაინი – ,,ბურგერ ქლაბი” საქართველოშია

სულ რამდენიმე თვეა, რაც თბილისს კვების ახალი ობიექტი ,,ბურგერ ქლაბი“ შეემატა.

მათ, ვისაც ხშირად უწევს კოსტავას მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა, აუცილებლად შენიშნავდა კუთხეში მდებარე ლოფტ კაფეს, რომელიც განსხვავებული დიზაინით გამოირჩევა.

Moitane.ge-ის დამფუძნებელს, მედია პლატფორმა კომერსანტის დირექტორსა და სადაზღვევო კომპანიის დამფუძნებელს ერთი საერთო აქვთ. მათ ერთამენთს ,,ბურგერ ქლაბი“  აკავშირებთ.  ნიკა ნაცვლიშვილი, არმაზ თავაძე და დიმიტრი ქაჯაია – ,,ბურგერ ქლაბის“ დამფუძნებლები არიან. ჩვენ ნიკას და დიმიტრის ვესაუბრეთ და გთავაზობთ მათთან ინტერვიუს.

ნიკა ნაცვლიშვილი
დიმიტრი ქაჯაია

როგორც ვიცით, “ბურგერ ქლაბისაერთაშირისო ბრენდია. გვიაბეთ უფრო მეტი ბურგერ ქლაბის შესახებ.

ნიკა ნაცვლიშვილი: კომპანია „Burger Club” „BCA Holding”-ის შემადგენლობაში შემავალი ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდია, რომელიც საქართველოში ჩვენ შემოვიყვანეთ. კომპანია უკვე ათი წელია ბაზარზეა და დიდი პოპულარობით სარგებლობს. ფრენჩაიზის ლიცენზია ესპანეთშია დარეგისტრირებული და ჩვენს გარდა ის კიდევ ათ ქვეყანაშია წარმოდგენილი – ლიტვა, ლატვია, უნგრეთი, უკრაინა, რუსეთი და ა.შ. საქართველო რიგით მეთერთმეტე ქვეყანაა.

ბრენდის კონცეფცია მთლიანად ამერიკულ სტანდარტებზეა აგებული. კომპანიის დამფუძნებლებმა სწორედ ა.შ.შ-სა და კანადაში მოგზაურობის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება რომ მსგავსი ბრენდი მათაც გაეკეთებინათ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის. ჩვენი ლოგოც (ნეკერჩხლის ფოთოლი) ამ კონცეფციის ნაწილია.

ქართული სწრაფი კვების ბაზარი აქტიურად ვითარდება და საკმაოდ მაღალია კონკურენცია. რით განსხვავდება ,,ბურგერ ქლაბი” სხვა მსგავსი კვების ობიექტებისგან?

დიმიტრი ქაჯაია: ჯანსაღი კონკურეცნია რომ პროგრესის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია ამის ახსნას აღარ დავიწყებ. სწრაფი კვების ბაზარზე ბევრი მოთამაშეა და თავი რომ დაიმკვიდრო აუცილებლად უნდა გქონდეს შენი განმასხვავებელი უპირატესობა. ჩვენს შემთხვევაში ეს არის კრაფტ ბურგერის კონცეპტი. „ბურგერ ქლაბი“ არ არის კლასიკური გაგების სწრაფი კვების ობიექტი. ჩვენი კონცეფცია გულისხმობს მაქსიმალურად ახალი, ჯანსაღი პროდუქტებისგან ბურგერის მომზადებას მომხმარებლის თვალწინ. ბურგერი იქნება ეს, სალათი თუ როლი, ამ ყველაფრის დამზადება იწყება შეკვეთის შემდეგ. შესაბამისად მათი მომზადების დრო დაახლოებით 8-დან 12 წუთამდე მერყეობს. სწრაფი კვების ობიექტებში მომსახურების დრო დაახლოებით 1-2 წუთია შეკვეთის მიცემიდან. ერთადერთი რასაც წინასწარ ვაკეთებთ ეს არის პური, რომელიც ადგილზე ცხვება და ჩვენს ბურგერებს ნამდვილად განსაკუთრებულს ხდის.

ვის მოიზრებთ თქვენს სამიზნე სეგმენტად?

ნიკა ნაცვლიშვილი: თუ საერთაშორისო მასშტაბით ავიღებთ, ბრენდი გათვლილია საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ფენაზე, მაგრამ საქართველოს რეალობის გათვალისწინებით ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ფასები ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს.

თებერვლის ბოლომდე ჩაეშვება ახალი „სტუდენტური კომბო მენიუები“, სადაც ბურგერის, კარტოფილი ფრისა და სასმელის ფასი 6-7 ლარის ფარგლებში იქნება.

პარალელურად დაემატება საბავშვო მენიუ (kids menu), რაც ჩვენს ბრენდს ბავშვებისთვისაც ძალიან მიმზიდველს გახდის.

რატომ უნდა გააკეთოს მომხმარებელმა არჩევანი თქვენზე?

დიმიტრი ქაჯაია: ჯერ ოთხი თვეც  არ გასულა  რაც ბაზარზე ვართ, მაგრამ უკვე ძალიან ბევრი ლოიალური მომხმარებელი გვყავს, რომლებიც კვირაში ორჯერ, სამჯერ მაინც გვსტუმრობენ. არსებობს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს მომხმარებლის კმაყოფილებას.  ეს არის პროდუქტი, მომსახურება, გარემო და ფასი.

პროდუქტის მხრივ, „კრაფტ ბურგერი“, რომელიც ქართული საუკეთესო ხორცისგან მზადდება ბევრად უფრო ჯანსაღი და გემრიელია. გვაქვს ისეთი ბურგერებიც, რომლებიც ძალიან იშვიათია ჩვენს ბაზარზე, მაგალითად შავი ბურგერი, რომელიც ნამდვილი ჰიტია ჩვენთან. მოცვის სოუსით და ადგილზე გამომცხვარი შავი პურით ეს ბურგერი ნამდვილად დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გპირდებათ.

მინდა თქვენი ყურადღება გარემოზე გავამახვილო, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღებით ვარჩევდით. ჩვენი პირველი ობიექტი, რომელიც კოსტავას 70-ში მდებარეობს მართლაც რომ გამორჩეულია თბილისში. გიორგი ხმალაძის არქიტექტურით შექმნილი ეს შუშის შენობა თავისი დიზაინით ლოფტის სტილშია გაკეთებული. ინტერიერთან არაჩვეულებრივადაა ინტეგრირებული და შეხამებული ცოცხალი ხეები, რაც ჩვენს კრაფტ კონცეფციას ძალიან უხდება.

უმაღლეს დონეზე დატრენინგებული კადრები და გემოვნებით შერჩეული მუსიკა – ეს არის ის რაც ქმნის „ბურგერ ქლაბის“ განუმეორებელ გარემოს.

 რით გამოირჩევა თქვენი კრაფტ ბუგერი?

ნიკა ნაცვლიშვილი: ბურგერ ქლაბის ბურგერები განსაკუთრებული გემოთი გამოირჩევა.  გახსნამდე რამდენიმე თვის განმავლობაში ევროპელ და ქართველ მზარეულებთან ერთად ვამუშავებდით პროდუქტს, რომ ქართველი მომხმარებლისთვის განსაკუთრებული გემო მიგვეღო. ბურგერი მზადდება ქართული საუკეთესო ხორცისგან.  ვარჩვევთ მართლაც რომ საუკეთესო ნაჭრებს – ანტრეკოტი და უმზეური, რომ კოტლეტი მაქსიმალურად რბილი და წვნიანი გამოვიდეს. ამიტომაც ყველა ბურგერში 170გ. ქალაქში ყველაზე დიდი კოტლეტი გვაქვს ჩადებული.

ამასთან ბურგერიც ისეთი ზომის გავაკეთეთ, რომ მისი მირთმევა მაქსუმალურად კომფორტული იყოს.

ჩვენთან არამარტო ბურგერებია გამორჩეული. გვაქვს ძალიან გემრიელი სასმელები, მაგალითად მარაკუიას ნატურალური ლიმონათი, რომელიც ბურგერთან ერთად ნამდვილად უგემრიელეს მიქსს ქმნის. ვისაც შედარებით მსუბუქი პროდუქტი ურჩევნია, ვარჯიშობს ან უბრალოდ წონას უფრთხილდება შუძლია გემრიელი სალათები აირჩიოს ნატურალურ წვენთან ერთად.

ჩვენთან არჩევანი მრავალფეროვანი და გემრიელია. ამჟამად ასევე ვეგანურ მიმართუელებაზეც ვმუშაობთ და სულ მალე შემოგთავაზებთ სიახლეს.

სამომავლო გეგმებზეც გვიამბეთ

დიმიტრი ქაჯაია: პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ სულ რამდენიმე დღეა რაც დავამატეთ მიტანის სერვისი (გლოვოზე და ვოლტზე) და უკვე შეგიძლიათ ამ სერვისით სარგებლობა.

ექსკლუზიურად შემიძლია გაგანდოთ, რომ ზაფხულში ჩვენი მომდევნო ობიექტი ფუდ კორტის სახით გაიხსნება ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ცენტრში. მთლიანობაში 10-ზე მეტი ობიექტის გახსნაა დაგეგმილი უახლოესი 3 წლის განმავლობაში თბილისსა და სხვა ქალაქებში.

ძალიან დიდ დროს ვუთმობთ ბაზრის კვლევას და მოთხოვნიდან გამომდინარე, მალე ვგეგმავთ სპეციალურად ქართული „ბურგერ ქლაბისთვის“ რამდენიმე ახალი ბურგერისა და სხვა პროდუქტის დამატებას. ვისაც უყვარს ცხარე ვეტყვი, რომ ახლა ვმუშაობთ ახალ ბურგერზე სვანურ-მეგრული რეცეპტურით.

  •  
  •  
  •  
  •