შემოგვიერთდით

მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას შრომის უსაფრთხოების მინიმალურ მოთხოვნებზე შეხვედრა გაიმართა

“მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნებისა და სამუშაო ადგილებზე მინიმალური სტანდარტების დადგენის თაობაზე” ტექნიკური რეგლამენტის პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით 16 და 17 ივლისს გაიმართა სამუშაო ჯგუფის რიგით მეორე და მესამე შეხვედრა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციის, პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები.

რეგლამენტის პროექტი განსაზღვრავს მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ მინიმალურ მოთხოვნებს.

აღნიშნული დაფუძვნებულია ევროდირექტივაზე (90/270/EEC ), რომელიც იცავს დასაქმებულებს სამუშაო ადგილზე ეკრანიანი მოწყობილობების მავნე ზემოქმედებისგან.

❗️ტექნიკური რეგლამენტის პროექტი ეხება ყველა იმ სამუშაო ადგილს, სადაც დასაქმებული მონიტორიან დანადგარს იყენებს რეგულარულად, დღეში არანაკლებ 4 საათის განმავლობაში

➡️ ტექნიკური რეგლამენტის პროექტი არ ვრცელდება:

ა) მძღოლის კაბინაში ან მანქანა-მოწყობილობების საკონტროლო კაბინაში არსებულ მონიტორიან აღჭურვილობაზე;
ბ) სატრანსპორტო საშუალებების კაბინებში/ბორტებზე არსებულ მონიტორიან აღჭურვილობაზე;
გ) საჯარო მოხმარებისთვის განკუთვნილ მონიტორიან მოწყობილობაზე;
დ) პორტატულ მოწყობილობებზე, რომლებიც სამუშაო სივრცეში ხანგრძლივი გამოყენებისთვის არ არის განკუთვნილი;
ე) კალკულატორებზე და სხვა ნებისმიერ მოწყობილობებზე, რომლებსაც მონაცემებისა და ზომების გამოსახვისთვის მცირე ზომის ეკრანი გააჩნიათ და ეს ეკრანი ამ აღჭურვილობის გამოყენებისთვის აუცილებელია;
ვ) ტრადიციული დიზაინის მქონე საბეჭდ მანქანებზე (ე.წ. „ფანჯრიანი საბეჭდი მანქანები“).

წყარო: შრომის ინსპექცია / Georgian Labour Inspection

  •  
  •  
  •  
  •