შემოგვიერთდით

„მშენებლობის უსაფრთხოება“ – სამშენებლო უსაფრთხოების სტანდარტების აპლიკაცია შეიქმნა

 მობილური აპლიკაცია უფრო მეტი უსაფრთხოებისთვის მშენებლობებზე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ GIZ-თან ერთად 26 ივლისს ტექნოპარკში მოაწყო საინფორმაციო ღონისძიება „შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში“, რომელსაც ორასი მონაწილე ჰყავდა. პროგრამის მთავარ ღონისძიებას წარმოადგენდა მობილური აპლიკაციის „მშენებლობის უსაფრთხოება“ პრეზენტაცია, რომელიც შეიქმნა GIZ-ის მხარდაჭერით. „მშენებლობის უსაფრთხოება“ არის ადვილად მოსახმარი აპლიკაცია, რომელიც ყველა მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას საქართველოში არსებულ სამშენებლო უსაფრთხოების სტანდარტების აქტუალური მდგომარეობის შესახებ და გრაფიკული სურათებით თვალნათლივ ასახავს უსაფრთხოების სპეციფიკურ ღონისძიებებს, მაგალითად სამშენებლო ხარაჩოებთან და ხარაჩოებზე მუშაობისას.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ციფრული და ხელმისაწვდომი აპლოკაციის შექმნა, რომლითაც სამშენებლო სექტორის რაც შეიძლება მეტი მომხმარებელი ისარგებლებდა. ამიტომ ამ აპლიკაციის შექმნისას GIZ-ი მხარს უჭერდა სამინისტროს გერმანულ პარტნიორ ფირმა „BG Bau“-სთან ერთად“, განაცხადა GIZ-ის პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ დირექტორის მოადგილემ იოჰანეს შტრიტმატერმა. GIZ-ის პროგრამა შეიქმნა და ფინანსდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დავალებით.

👉 აპლიკაცია უფასოა და მისი გადმოწერა შესაძლებელია Google-ისა და Apple App-Store -იდან.

 Google: https://t1p.de/f0hg
 Apple: https://t1p.de/goht

 მითითებებს ქართულად იხილავთ აქ: https://www.youtube.com/watch?v=joA23pfUmRs

  •  
  •  
  •  
  •