“ნიკორა ტრეიდის” სუპერმარკეტებში პროექტი “ბექი ფრონტში – ოფისი სუპერმარკეტში” მიმდინარეობს.
ოფისის/ადმინისტრაციის თანამშრომლები მთელი ცვლის განმავლობაში მუშაობენ სუპერმარკეტში მათ კონსულტანტებთან და საწყობის თანამშრომლებთან ერთად
ღონისძიების მიზანია თანამშრომლების გაცნობა-დაახლოება, ერთმანეთს შორის იდეებისა და განსხვავებული აზრების გაზიარება.
“მიღებული ემოციებით კვლავ და კვლავ ვრწმუნდებით თუ როგორ გაგვიმართლა, რომ გვყავს ერთმანეთი – საქმისთვის გულანთებული, მშრომელი და პოზიტიური თანამშრომლები” – “ნიკორა ტრეიდის” გუნდი.