შემოგვიერთდით

„ნიუ ჰოსპიტალსის“ გუნდს ონკო-გინეკოლოგი, არჩილ შარაშენიძე შეუერთდა

მრავალპროფილურ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“  გუნდს ონკო-გინეკოლოგი, არჩილ შარაშენიძე შეუერთდა.

ექიმს, რომლის სპეციალიზაცია გინეკოლოგიას, ონკო-გინეკოლოგიასა და მეან-გინეკოლოგიას მოიცავს, განათლება და პრაქტიკული გამოცდილება მიღებული აქვს მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან სასწავლებლებში. მათ შორის, მუშაობდა თურქეთში, ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტში და იტალიაში, მილანის ნაციონალურ ონკოლოგიურ ცენტრში. არჩილ შარაშენიძე არის საქართველოს წარმომადგენელი ახალგაზრდა ონკო-გინეკოლოგიურ ევროპულ ქსელში (ENYGO) და არაერთი პროფესიული ასოციაციის წევრი.

აღსანიშნავია ისიც, რომ არჩილ შარაშენიძის ძალისხმევით, მსოფლიოს წამყვანი ონკო-გინეკოლოგები „ნიუ ჰოსპიტალსის“ პაციენტების მკურნალობის დაგეგმვაში ჩაერთვებიან. “ნიუ ჰოსპიტალსი” ონკო-გინეკოლოგიის საერთაშორისო საზოგადოებისა (IGSC) და ტეხასის ონკოლოგიის ცენტრის (MD Anderson) ერთობლივი ECHO პროექტის მონაწილე გახდა, რაც მსოფლიოს წამყვანი ონკოლოგების მიერ “ნიუ ჰოსპიტალსის” ონკო-გინეკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობის დაგეგმვის პროცესში ჩართვასა და რეკომენდაციების გაცემას გულისხმობს.

პროექტის ფარგლებში შედგენილია ონკოლოგთა საერთაშორისო კონსილიუმი, რომელიც დაკომპლექტებულია მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების ექიმებითა და მკვლევარებით. კონსილიუმის მიერ სისტემატიურად იმართება სპეციალური ონლაინ სესიები, სადაც ხდება თითოეული პაციენტის მდგომარეობის განხილვა და გაიცემა რეკომენდაციები მკურნალობის საუკეთესო მეთოდებისა და მიდგომების შესახებ. ონკო-გინეკოლოგიის საერთაშორისო საზოგადოებისა (IGSC) და ტეხასის ონკოლოგიის ცენტრის (MD Anderson) ერთობლივი პროექტი ECHO, 2017 წლიდან საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და მედიცინის უახლესი მიგნებების სამკურნალო პროცედურებში დანერგვას ემსახურება. სწორედ ამ პროექტში ჩაერთვება საქართველოც და ქართველ ექიმებს საკუთარი პაციენტების მდგომარეობის საერთაშორისო კონსილიუმთან განხილვისა და რეკომენდაციების მიღების შესაძლებლობა ექნებათ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნული მომსახურება პაციენტისთვის უფასოა. კონსილიუმს კი ხელმძღვანელობენ ის ექიმები, რომლებიც  მონაწილეობენ გაიდლაინების და პროტოკოლების შექმნაში.

პროექტის წყალობით, პაციენტებს აღარ მოუწევთ საზღვარგარეთ ძვირადღირებული სამედიცინო სერვისების მისაღებად წასვლა, რადგან ის საქართველოშიც გახდება ხელმისაწვდომი.

ექიმის ბიოგრაფია

  •  
  •  
  •  
  •