შემოგვიერთდით

“პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გი” ლი­დე­რი კომ­პა­ნი­ის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში და­ჯილ­დოვ­და

26 დე­კემ­ბერს „ბილთმორ თბი­ლის­ში“ წარ­მა­ტე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის და­ჯილ­დო­ვე­ბის გრან­დი­ო­ზუ­ლი ცე­რე­მო­ნი­ა­ლი „ქარ­თუ­ლი ბრენ­დის დღე 2018“ გა­ი­მარ­თა. სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ა­გენ­ტო “პრო­ფი­ლის” ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა ტრა­დი­ცი­ად იქცა და წელს მე­თექ­ვსმე­ტედ ჩა­ტარ­და. „ქარ­თუ­ლი ბრენ­დის დღე 2018“-ზე პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გი და­ჯილ­დოვ­და რო­გორც ლი­დე­რი კომ­პა­ნია.

,,ჩვენ­თვის ეს ჯილ­დო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან რთუ­ლია შე­ი­ნარ­ჩუ­ნო ლი­დე­რო­ბა მე­დი­ა­ბა­ზარ­ზე და გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლია, როცა უკვე 23 წე­ლია ამ სფე­რო­ში ვმოღ­ვა­წე­ობთ. 23 წე­ლია პა­ლიტ­რა ახერ­ხებს, ლი­დე­რის პო­ზი­ცია შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს და ეს არის იმ დიდი გუნ­დის დამ­სა­ხუ­რე­ბა, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად მუ­შა­ობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა­ზე, მის გა­ნათ­ლე­ბა­ზე, ნა­კი­თხო­ბა­ზე და ა.შ. და­არ­სე­ბი­დან დღემ­დე პა­ლიტ­რა გან­ვი­თარ­და უფრო ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვიდ­რე მხო­ლოდ ერთი გა­ზე­თია, რომ­ლი­თაც და­ი­წყო მისი ის­ტო­რია. დღე­ის­თვის ჰოლ­დინ­გი მო­ი­ცავს არა მხო­ლოდ მე­დია სახ­ლს, არა­მედ გა­მომ­ცემ­ლო­ბა­საც, მა­ღა­ზი­ა­თა ქსელს, სხვა­დას­ხვა სა­იტს და სხვა. ჰოლ­დინ­გში 2000-მდე ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს და ეს წარ­მა­ტე­ბა თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის წარ­მა­ტე­ბაა“ – აცხადებს ირაკ­ლი სა­ა­მიშ­ვი­ლი, პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე.

წყარო:ambebi.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *