შემოგვიერთდით

პალიტრა მედია ჰოლდინგი HR hub-ის 2018-2019 წლის სეზონის ღონისძიებების მთავარი მხარდამჭერი გახდა

HR hub-ის 2018 წლის სეზონი სიახლეებით დაიწყო. 2018-2019 წლის ფარგლებში გამართული HR hub-ის   ყოველთვიური ღონისძიებების  გენერალური სპონსორი  პალიტრა  მედია  ჰოლდინგი  იქნება. 

აღნიშნულ თემაზე ვესაუბრეთ პალიტრა მედია ჰოლდინგის HR დირექტორს ნინო ფეიქრიშვილს.

HR hub: ნინო რატომ  გადაწყვიტეთ HR hub-ის  ღონისძიებების  მხარდაჭერა?

პირველ  რიგში,   მინდა  აღვნიშნო  რომ სივრცე,  რომელსაც  HR hub  ქმნის   უკვე  საკმაოდ  მაღალი  დაინტერესებით სარგებლობს საქართველოში. ეს არის  ინოვაციური  ჰაბი,  რომელიც   ყოველთვის საინტერესო  პროექტებს  სთავაზობს  ადამიანური რესურსების  მართვის  სფეროში  დასაქმებულ  პირებს.

პერიოდული  შეხვედრები კი არაჩვეულებრივი  შესაძლებლობაა გამოცდილებისა და  საუკეთესო პრაქტიკის  გასაზიარებლად.

ჩვენ  ყოველთვის  მზად  ვართ  მხარი  დავუჭიროთ ასეთ პროექტებს.

HR hub: რა სიახლეებს   ჰპირდებით HR hub-ის  წევრებს?

HR hub-თან ერთად  განსხვავებული  ფორმატის შეხვედრებს  ვპირდებით  hub-ის  თითოეულ  წევრს.

სეზონის  განმავლობაში ჩატარდება  პანელური  დისკუსის  ფორმატის შეხვედრები და  მასტერკლასები,  რომლებიც  უფრო მეტი პრაქტიკული გამოცდილების  გაზიარების  შესაძლებლობას   შეუქმნის დამსწრე  აუდიტორიას.

HR hub-ის  წევრებს  სიახლეებს პალიტრასთან  ერთად  ბიზნეს  ლიტერატურის პროექტი „ლურჯი  ოკეანეც“ ჰპირდება. სპეციალურად  მათთვის  გავაკეთებთ საჩუქრებს და ფასდაკლებებს  სერიის წიგნებზე,  მათი  კომპანიებისთვის კი შეიქმნება  სპეციალური  ფასდაკლების   ბარათები.

შეგახსენებთ HR hub – ის ისტორია 2015 წელს დაიწყო. აქ ხდება ცოდნისა და საინტერესო გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა კრეატიულ იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში.

HRhub–ში 500-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის HR პრაქტიკოსია გაერთიანებული.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *