შემოგვიერთდით

რას ითვალისწინებს პროფესიული განათლების შესახებ კანონის პროექტი

პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონის პროექტი ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს:

  • პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრაცია. ჩნდება ატესტატის მიღებისა და პროფესიული განათლებიდან უმაღლესი განათლების საფეხურზე გადასვლის შესაძლებლობა;
  • პროფესიული განათლების საფეხურზე მიღებული კრედიტების უმაღლესი განათლების საფეხურზე ჩათვლის შესაძლებლობა;
  • სამუშაოზე დაფუძნებული – დუალური სწავლების ფორმის განსაზღვრა და მისი პრიორიტეტიზაცია;
  • ერთობლივი და გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა;
  • პროფესიული მომზადებისა და გადამზადების სისტემის ჩამოყალიბება – ზრდასრულთა განათლების განვითარება – კანონპროექტი გზას უხსნის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას, რომელთა მიზანი ერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს კვალიფიკაციის მინიჭება, ხოლო მეორე შემთხვევაში – ცალკეული კომპეტენციების განვითარება, ცოდნის გაღრმავება, გადამზადება და სხვ.
  • ინკლუზიური განათლების სისტემური მიდგომების დანერგვა;
  • სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების, მათ შორის, სწავლის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზაციის/ანაზღაურებადი მომსახურების გაწევის უფლების მინიჭება;
  • ფორმალურ განათლებაში პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სისტემის განვითარება;
  • პროფესიული განათლების მასწავლებლის მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სისტემის ჩამოყალიბება;
  • არაფორმალური და ფორმალური განათლების აღიარების შესაძლებლობის შექმნა. კანონპროექტი ითვალისწინებს როგორც არაფორმალური განათლების აღიარების, ასევე ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების შესაძლებლობას.
  •  
  •  
  •  
  •