შემოგვიერთდით

რა გააკეთა ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა პროფესიული განათლების ხელშესაწყობად?

2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (MCC) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა 140 მილიონიან მეორე კომპაქტს, რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტი დღეისათვის საქართველოს განათლების სფეროში ჩადებული ყველაზე მსხვილი ინვესტიციაა. კომპაქტს საქართველოში ახორციელებს სსიპ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო“, რომელსაც მართავს სამეთვალყურეო საბჭო საქართველოს პრემიერ მინისტრის თავმჯდომარეობით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების (თავმჯდომარის მოადგილე), იუსტიციის, ფინანსთა, საგარეო საქმეთა მინისტრები.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის – ISWD პროექტის ფარგლებში:

  1. შეიქმნა შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი 51 ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ სფეროებში, სოფლის მეურნეობასა და ტურიზმში;
  2. განხორციელდა პროფესიული განათლების 10 დაწესებულების მოდერნიზება: 2,450 სტუდენტი ჩაირიცხა ახალ და მოდერნიზებულ პროგრამებსა თუ სასერტიფიკატო კურსებზე. ქალი სტუდენტების რაოდენობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის 13% -ს შეადგენს.
  3. გადამზადდა 473 მასწავლებელი, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალი;
  4. განხორციელდა 4.2 მლნ აშშ ლარის მოცულობის ინვესტიცია სასწავლო ლაბორატორიებისა და მასალების შესაძენად;
  5. დაფინანსდა 27 მცირე პროექტი, ჯამური საგრანტო თანხით 510,447 აშშ დოლარი;
  6. მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით, 2016-2018 წლებში, ჩატარდა პროფესიული განათლების სამი ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია;
  7. 2017 და 2018 წლებში ჩატარდა „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ ორი კონკურსი;
  8. ჯამურად, 17,699,819 აშშ დოლარი გამოიყო თანამედროვე, კონკურენტუნარიანი პროგრამების შექმნისთვის და ქვეყანაში პროფესიული განათლების პროვაიდერების შესაძლებლობების გაზრდისათვის. აქედან, საგრანტო დაფინანსებას შეადგენდა 11,732,440 აშშ დოლარი, ხოლო კერძო და საჯარო სექტორის თანადაფინანსებას – 5,967,379 აშშ დოლარი.

  •  
  •  
  •  
  •