შემოგვიერთდით

რა ხდებოდა “პალიტრის” საახალწლო ფესტივალზე?

მე­დი­აჰოლ­დინ­გმა “პა­ლიტ­რამ” სა­ა­ხალ­წლო ფეს­ტი­ვა­ლი გა­მარ­თა. ფეს­ტი­ვა­ლი წელს პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და და მას ტრა­დი­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თი ექ­ნე­ბა.

ფესტივალს თანამშრომლებთან ერთად მეზობლებიც შეუერთდნენ და ერთად შექმნეს სადღესასწაულო განწყობა.

ფეს­ტი­ვალ­ზე “პა­ლიტ­რის” შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის პრო­დუქ­ცი­ის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა გა­ი­მარ­თა. ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს წარ­მოდ­გე­ნი­ლი პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნა 60%-მდე ფას­დაკ­ლე­ბით შე­ეძ­ლო.

“პა­ლიტ­რის სა­ა­ხალ­წლო ფეს­ტი­ვა­ლი წელს პირ­ვე­ლად ტარ­დე­ბა. ტრა­დი­ცი­უ­ლად ასეთ ღო­ნის­ძი­ე­ბებს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის ვა­კე­თებ­დით, თუმ­ცა, გავ­ზარ­დეთ მას­შტა­ბე­ბი, მთე­ლი უბა­ნია და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი. სა­ა­ხალ­წლო ფეს­ტი­ვალ­ზე ჩვე­ნი შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მათ 60 %-მდე ფას­დაკ­ლე­ბით აქვთ სა­ჩუქ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ნაშ­რომ­ლებს და მე­ზობ­ლებს შე­უძ­ლი­ათ მთე­ლი ოჯა­ხის­თვის იყი­დონ.

ფან­ტას­ტი­უ­რი გა­რე­მოა და ვფიქ­რობ, რომ შევ­ქმე­ნით წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბა”, – აღ­ნიშ­ნა მე­დი­აჰოლ­დინგ “პა­ლიტ­რის” გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ, ნინო ფე­იქ­რიშ­ვილ­მა.

“ეს არის “პა­ლიტ­რის” სა­ა­ხალ­წლო ფეს­ტი­ვა­ლი, რო­მე­ლიც 2018 წლის ბო­ლოს პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და, პა­ლიტ­რის ეზო­ში, თუმ­ცა, ამი­ე­რი­დან ყო­ველ­წლი­ურ ხა­სი­ათს მი­ი­ღებს და გა­ა­ხა­რებს არა მარ­ტო “პა­ლიტ­რის” თა­ნამ­შრომ­ლებს, მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩე­ბის მცხოვ­რებ­ლებს.

გა­მო­ფე­ნა­ზე ძა­ლი­ან დიდი ფას­დაკ­ლე­ბით იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი 4 მა­ღა­ზი­ის ქსე­ლის პრო­დუქ­ცია – ALLWINE.GE-ს, “ბიბ­ლუ­სის”, სა­თა­მა­შო­ე­ბის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ “პე­პე­ლას” და “პა­ლიტ­რა L”-ს პრო­დუქ­ცია, კორ­პო­რა­ცი­უ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბით ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის­თვის, ვინც “პა­ლიტ­რა­ში” მო­ვი­და. დიდი მად­ლო­ბა ამ დღის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს, ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც გვეს­ტუმ­რა. გე­ლო­დე­ბით მო­მა­ვა­ლი წლის პა­ლიტ­რის სა­ა­ხალ­წლო ფეს­ტი­ვალ­ზე”, – აღ­ნიშ­ნა AMBEBI.GE-ს მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა ეთო ფურ­ცხვა­ნი­ძემ.

ფეს­ტი­ვალს ეს­წრე­ბო­და სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ო­ნის გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლე, რო­მელ­მაც რა­ი­ო­ნის მა­ცხოვ­რებ­ლებს დამ­დე­გი შობა-ახა­ლი წელი მი­უ­ლო­ცა და აღ­ნიშ­ნა, რომ მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

“სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბის სა­ხე­ლით ყვე­ლას ვუ­ლო­ცავ დამ­დეგ შობა-ახალ წელს. რაც შე­ე­ხე­ბა მსგავს ღო­ნის­ძი­ე­ბებს, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბიზ­ნე­სის მხრი­დან, რომ და­ა­ორ­გა­ნი­ზონ და ჩა­ერ­თონ ასე­თი ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში. ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა მაქვს და ალ­ბათ, მთე­ლი სა­ა­ხალ­წლო პე­რი­ო­დი აქ და­მუხ­ტუ­ლი პო­ზი­ტი­ვით ვიქ­ნე­ბი”, – აღ­ნიშ­ნა სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ო­ნის გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლემ ბაჩა კა­პა­ნა­ძემ.

წყარო: www.ambebi.ge