შემოგვიერთდით

როგორ გამოიყურება ,,ნიკორას” ახალი კაფე-სხვენი, რომელიც სპეციალურად თანამშრომლებისთვის შეიქმნა?

სს ,,ნიკორაში” გადაწყვიტეს თანამშრომლებისთვის ახალი კაფე გაეკეთებინათ, რომელსაც თანამედროვე კონცეფცია ექნებოდა და თავშეყრის საყვარელ ადგილად გადაიქცეოდა.

მეტი ინფორმაციისთვის ვესაუბრეთ სს ,,ნიკორას” ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს თამარ ბაკაშვილს.

HR hub: თამარ მოგვიყევით რატომ გადაწყვიტეთ ახალი კაფის გახსნა და რა მიზანს ემსახურებოდა ეს ნაბიჯი?

თამარი: სათავო ოფისში უკვე  წლებია ფუნქციონირებდა ე.წ კაფეტერია ადგილობრივი სამზარეულოთი, რომელიც უმასპინძლდებოდა თანაშრომლებს, თუმცა მივიღეთ გადაწყვეტილება  შეგვექმნა თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული  და კომფორტული სივრცე, სადაც ჩვენს თანამშრომლებს არა მხოლოდ ლანჩის, არამედ განტვირთვის საშუალება და კომენიკაციისთვის იდეალური ან მასთან მიახლოებული კუთხე ექნებოდათ.

ჩვენ გადმოვიტანეთ თანამედროვე კაფეების კონცეფცია, პროექტის დაწყებამდე გამოვკითხეთ თანამშრომლები და სწორედ მათი სურვილებისა და იდეების გათვალისწინებით შეიქმნა ე.წ „ჩვენი სხვენი“ მე ასე ვუწოდებ მას.

ჩვენი ახალი კუთხე,  სათავო ოფისის ბოლო, მე-8 სართულზე არის განლაგებული აქვს ვერანდა, რომლის  როგორც კაფე-ტერასის ათვისებაც   იქნება   შესაძლებელი.

ამჟამად არსებული კაფე თანამედროვე გარემოთი, მრავალფეროვანი ასორტიმენტით, კარგი მომსახურებითა და სასიამოვნო მუსიკალური გაფორმებით თანამშრომელთა  განტვირთვისა და კომუნიკაციისათვის არაჩვეულებრივი ადგილია.

ეს  სივრცე თანამშრომელს არა მხოლოდ  ლანჩის, არამედ  ჭიქა ყავასთან ერთად  ურთიერთ შეხვედრებისა და მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობას აძლევს. შეხვედრები ოფისში, თუმცა არაფორმალურ გარემოში.

ვახსენე მრავალფეროვანი ასორტიმენტი, დიახ, ნამდვილად ასეთი არჩევანი გვაქვს ჩვენს კაფეში და აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ საკვები: ცხელი კერძები, სხვადასხვა სახის სალათები, პურ-ფუნთუშეული, დესერტი – ეს ყველაფერი ,,ნიკორას” ბრენდების „პანე“, „მზარეული“, „კულინარი“ და „ბრავოს“  ნაწარმია.

ჩვენს კვებაზე ზრუნავს ჩვენი ჰოლდინგის შვილობილი კომპანია სს „ნიკორა ტრეიდი“ და მაღალი ხარისხით შესაბამის კომფორტს გვიქმნის.

ყოველივე ეს ბუნებრივია ემსახურება თანამშრომლების მოტივაციის ამაღლებას, კმაყოფილების გაზრდას. ეს თავის თავად აისახება მათ პროდუქტიულობაზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თანამშრომლებში უფრო მეტი დოზით კომუნიკაციას.

„ჩვენმა სხვენმა“ ძალიან დიდი პოზიტივი შემოიტანა ოფისში, საოცრად კარგად მიიღეს თანამშრომლებმა აღნიშნული სიახლე და უკუკავშირი არის აბსოლუტურად დადებითი. სულ სხვა, ბევრად ამაღლებული განწყობით მოდიან დილით სასმსახურში და უზიარებენ ერთმანეთს დადებით ემოციებს.

ვთვლით, რომ  თანამშრომლების კმაყოფილების შედეგად, ამ პროექტის ფარგლებში მიზანი მიღწეულია.

  •  
  •  
  •  
  •