შემოგვიერთდით

როგორ შევქმნათ წარმატებული ბიზნესი და დავნერგოთ მეტი ინოვაცია?

ქართულ ენაზე სულ ახლახანს ალექს ოსტერვალდერისა და ივ პინიეს მსოფლიო ბესტსელერი „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ გამოვიდა.

ეს წიგნი ერთ-ერთი საუკეთესო სახელმძღვანელოა ბიზნესმოდელების შექმნისა და ინოვაციების თემაზე, თარგმნილია 37 ენაზე და მისი მილიონობით ეგზემპლარია გაყიდული მსოფლიოს მასშტაბით. როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ USA Today- მიერ შედგენილ ყველა დროის საუკეთესო 12 ბიზნესგამოცემას შორის არის შესული.

წიგნი განიხილავს ბიზნესმოდელის შექმნის მსოფლიოში ცნობილ ინსტრუმენტსბიზნესმოდელის ტილოს“ (Business Model Canvas). დეტალურად ხსნის მის შემადგენელ 9 სტრუქტურულ კომპონენტს (მომხმარებელთა სეგმენტები, ფასეული შეთავაზება, არხები, ურთიერთობა მომხმარებელთან, შემოსავლის წყაროები, ძირითადი რესურსები, ძირითადი საქმიანობა, ძირითადი პარტნიორები, ხარჯების სტრუქტურა) და მკითხველს საშუალებას აძლევს, თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი მოდულის განხილვით, ნაბიჯ-ნაბიჯ გაანალიზოს საკუთარი ბიზნესისა თუ პროდუქტის ბიზნესმოდელი და სრული სურათის დანახვის შემდეგ, წიგნში შემოთავაზებული ტექნიკების გამოყენებით შეიტანოს მეტი ინოვაცია ბიზნესმოდელში.

წიგნი ქართულად „ლურჯი ოკეანისა“ და „ჯეპრას“ თანამშრომლობით გამოიცა. ქართული გამოცემის კონსულტანტია „ჯეპრას“ დამფუნებელი სოსო გალუმაშვილი.

„ამ წიგნის წაკითხვამდე, გამოგიტყდებით, წარმოდგენა არ მქონდა, რა იყო ჩვენი კომპანიის ბიზნესმოდელი. აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად მცდარი და არასწორი შეხედულებები მქონია. ამიტომ, გირჩევთ, წაიკითხოთ. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება დაუვიწყარი თავგადასავალი, რომლის გამეორებაც სულ უფრო ხშირად მოგესურვებათ.“ – ამბობს სოსო გალუმაშვილი.

მისი განცხადებით, ეს წიგნი არის ინოვაციური თავისი მნიშვნელობით და იმით, თუ როგორი იყო მისი შექმნის პროცესი. ის არის, ფაქტობრივად, ერთი დიდი მეთოდოლოგია იმაზე, თუ როგორ უნდა შეიქმნას ბიზნესმოდელი. ხშირად უკითხავთ, შეიძლება თუ არა ინოვაციური ბიზნესმოდელის გარეშე წარმატების მიღწევა, ჩემი პასუხი არის – არა. თუ გვინდა ვიყოთ კონკურენტუნარიანი, თუ გვსურს ჩვენი ბიზნესი იყოს წარმატებული, აუცილებლად უნდა შევიმუშაოთ და დავნერგოთ ინოვაციური ბიზნესმოდელები. ის კომპანიები, რომლებმაც ეს შეძლეს, არიან მოწინავე ბაზარზე და ვინც ვერ გადალახა დრომოჭმული ბიზნესმოდელები გაიზიარეს იგივე ბედი, რაც „ნოკიამ“, ან „კოდაკმა“.“ – სოსო გალუმაშვილი

27 ივნისს, 19:00-ზე სასტუმრო „იოტაში“ (თბილისი, მიხეილ ლერმონტოვის #10) პროექტის „ლურჯი ოკეანე“ ორგანიზებით გაიმართება პრაქტიკული ვორქშოფი: როგორ შევქმნათ ინოვაციური ბიზნესმოდელი, რომელიც ეფუძნება წიგნში „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ განხილულ მნიშვნელოვან მეთოდოლოგიას.

ღონისძიებაზე ერთერთი სპიკერი წიგნის ქართული გამოცემის კონსულტანტი, კომპანიაჯეპრასდამფუძნებელისოსო გალუმაშვილი იქნება. მისი თქმით, ღონისძიების მონაწილეებს ივენთის შემდეგ ეცოდინებათ, როგორ გააუმჯობესონ თავიანთი კომპანიის ბიზნესმოდელი, შექმნან სტარტაპი და მოიპოვონ უპირატესობა ბაზარზე. ასევე, როგორ გახდნენ უკონკურენტო, დაამყარონ უკეთესო კომუნიკაცია მომხმარებელთან, შექმნან მეტი ღირებულება, გაყიდონ მეტი და იშოვონ მეტი ფული.

დამსწრეები ისწავლიან ბიზნესმოდელის ტილოს მეშვეობით ბიზნესმოდელის შექმნას და იქვე გააკეთებენ პრაქტიკულ სავარჯიშოს, გაეცნობიან ლიდერი კომპანიების ბიზნესმოდელებს, გაიგებენ, როგორ უნდა იპოვონ ინოვაცია არსებულ თუ ახალ ბიზნესში და შექმნან განსხვავებული ფასეული შეთავაზება.

სტუმრები ასევე გაეცნობიან პერსონალური ბრენდინგისა და განვითარებისთვის ინოვაციურ მიდგომას – ბიზნესმოდელის ტილოს გამოყენებას კარიერული წარმატებისთვის.

ღონისძიების მეორე სპიკერი იქნება, ტრენერი და ლექტორი, წიგნისელექტრონული კომერცია, თეორია და პრაქტიკაავტორიგიორგი ყანჩაველი, რომელიც  ბიზნესმოდელის ტილოს გამოყენების ძირითად ნაბიჯებსა და ტაობაოს მაგალითზე განხილულ პრაქტიკულ მეთოდოლოგიაზე ისაუბრებს.

წიგნი და ღონისძიება საინტერესო იქნება საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგისა და გაყიდვების სპეციალისტებისთვის, ასევე პროექტებისა და პროდუქტის მენეჯერებისთვის. მსხვილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის და მათთვის, ვისაც სურს უფრო მომგებიანი გახადოს თავისი არსებული ბიზნესი, პროდუქტი და სერვისი.

HR Hub-ის წევრებსა და მათი კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებით და 30 ლარად შეიძინონ ვორკშოპის ბილეთები (50 ლარის ნაცვლად). დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით ორგანიზატორებს ელ-ფოსტაზე: Blueocean@palitra.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *