შემოგვიერთდით

საზღვაო აკადემიის სტუდენტები პრაქტიკას საწვრთნელ გემზე “კადეტი” გაივლიან

პირველად 90-წლიანი ისტორიის განმავლობაში,ეკონომიკის სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას საკუთარი სასწავლო-საწვრთნელი გემი ეყოლება – საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით, აკადემიას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტანკერი „კადეტი” უსასყიდლოდ გადაეცა. გემის გადაცემის ცერემონიას ბათუმში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრნენ. 
ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რადგან აკადემიას ამ დრომდე არ გააჩნდა საკუთარი სასწავლო-საწვრთნელი გემი. 2018 წლიდან საზღვაო აკადემიის სტუდენტებს უკვე შესაძლებლობა ექნებათ საზღვაო პრაქტიკა უშუალოდ აღნიშნულ გემზე გაიარონ.

ბათუმის საზღვაო აკადემიას სასწავლო-საწვრთნელი გემი გადაეცა

პირველად 90-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ეკონომიკის სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას Batumi state maritime academy საკუთარი სასწავლო-საწვრთნელი გემი ეყოლება – საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით, აკადემიას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტანკერი „კადეტი” უსასყიდლოდ გადაეცა. გემის გადაცემის ცერემონიას დღეს ბათუმში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრნენ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რადგან აკადემიას ამ დრომდე არ გააჩნდა საკუთარი სასწავლო-საწვრთნელი გემი. 2018 წლიდან საზღვაო აკადემიის სტუდენტებს უკვე შესაძლებლობა ექნებათ საზღვაო პრაქტიკა უშუალოდ აღნიშნულ გემზე გაიარონ.

Posted by ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო on Mittwoch, 3. Januar 2018

  •  
  •  
  •  
  •