შემოგვიერთდით

საირმეში ტურიზმის სკოლა გაიხსნება

ტურიზმის სფეროს განვითარების მიზნით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან და შვეიცარულ მასპინძლობის სკოლა SHL-თან ერთად საირმეში ტურიზმის სკოლა გაიხსნება.

კადემია, რომელიც რეგიონული ჰაბის როლს შეასრულებს, წელიწადში 200 ახალგაზრდას მოამზადებს, რომლებიც ავტომატურად დასაქმდებიან. ლექტორების მომზადების პროგრამებს საერთაშორისო პარტნიორები უზრუნველყოფენ.

2018 წლის ნოემბერს, მადრიდში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც გულისხმობს ტურიზმის მიმართულებით ისეთი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, როგორებიცაა საერთაშორისო მასშტაბის საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური ფორუმების ჩატარება და ონლაინ აკადემიის პლატფორმის შექმნა.

  •  
  •  
  •  
  •