შემოგვიერთდით

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის “მელიორა 2018” გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

ამ წუთებში სასტუმრო ,,ბილტმორში” მიმდინარეობს საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის “მელიორა 2018” დაჯილდოების ცერემონია. 

უკვე ცნობილია რამდენიმე გამარჯვებული. პალიტრა მედია ჰოლდინგი გახდა კონკურსი „მელიორას” გამარჯვებული კატეგორიაში „ნარჩენების მართვაზე ორიენტირებული ინიციატივა”. პროექტი „მაკულიტერატურას” ფარგლებში ჰოლდინგმა 85,000 ხე გადაარჩინა!

ასევე გამარჯვებულია კომპანია ,,ეისითი“, რომელიც კონკურსში მონაწილეობდა სოციალური საწარმო ,,ბაბალესთვის’’ განხორციელებული პროექტით.

როგორც კი ცნობილი გახდება ყველა გამარჯვებულის ვინაობა, მაშინვე გამოვაქვეყნებთ. მანამდე კი,

შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ღონისძიების პირდაპირ ტრანსლაციას.

შეგახსენებთ კონკურსი იმართება ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინციატივა” ფარგლებში.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *