შემოგვიერთდით

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კოლეჯ „აისს“ ესტუმრა

24 ივლისს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კოლეჯ „აისს“ ესტუმრა. დაათვალიერა კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და გაეცნო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.

ვიზიტის ფარგლებში მოინახულა კოლეჯი „აისის“ ბაზაზე მოქმედი „შრომითი უნარების განვითარების საზაფხულო სკოლა“, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლების მოსწავლეები ისვენებენ და პარალელურად, პროფესიულ მიმართულებებს ეუფლებიან.

სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთიდან, საინგილოდან, სვანეთიდან, სამეგრელოდან და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან ჩამოსულ ბავშვებს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ „პროფესიული განათლების განვითარება ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დასაქმების პრობლემის მოგვარებას“.

  •  
  •  
  •  
  •