შემოგვიერთდით

საქართველოს უნივერსიტეტის 50 ლარიანი პროექტი / 50 GEL Project

გამდიდრების მარტივი გზა რთულია, თუმცა უფრო მარტივია ყველაფერი დაიწყო იდეით. საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა ცენტრი უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს!

მიიღე 50 ლარი და აქციე ის სოლიდურ თანხად! პროექტის პირობები მარტივია და მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისგან დაკომპლექტებულ 10 გუნდს, (თითოეული გუნდი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 5 წევრისაგან.) ამასთან ერთად, საჭიროა გუნდებს ჰქონდეთ კრეატიული იდეა. პირველი 10 დარეგისტრირებული ჯგუფი კი, ორიგინალურ თავგადასავალში ჩაერთვება.

პროექტის ფარგლებში სტუდენტურ საქმეთა ცენტრი თითოეულ გუნდს გადასცემს 50 ლარს, რომლებმაც ეს თანხა საწყის ინვესტიციად უნდა გამოიყენონ.

აღსანიშნავია, რომ გუნდებს უფასო ბიზნეს ტრენინგს საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი UG StartUp Factory – ის წარმომადგენელი ჩაუტარებს.

შერჩეულ გუნდებს იდეის განხორციელება სპეციალურად მოწყობილ დღეზე შეეძლებათ, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტის ეზოში გაიმართება. მათ ექნებათ განსაზღვრული დრო, რომლის განმავლობაშიც, რაც შეიძლება მეტი თანხის დაგროვება უნდა შეძლონ.

იმ ჯგუფს, რომელიც ყველაზე მეტი თანხის გამომუშავებას შეძლებს, ყველა სხვა გუნდი საჩუქრად გადასცემს საწყის 50 ლარს.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: http://bit.ly/2Mv97bD

  •  
  •  
  •  
  •