შემოგვიერთდით

საქართველოში უძრავი ქონების პირველი სკოლა იხსნება

ყველა ადამიანის ცხოვრებაში, ვინც კარიერულ განვითარებაზე ზრუნავს, დგება მომენტი, როცა ცდილობ გადახედო განვლილ გზას და გადააფასო საკუთარი შესაძლებლობები.

რესქული უძრავი ქონების პირველი სკოლაა საქართველოში, რომელიც სწორედ მათთვის შეიქმნა, ვისთვისაც მეორე პროფესიული ამოსუნთქვის დროა. განურჩევლად იმისა, უძრავ ქონებაში გამოცდილი ხარ, თუ ნულიდან გსურს ამ ინდუსტრიაში ფეხის მოკიდება, რესქული შესაძლებლობების გაფართოებას და კარიერული განვითარების დაჩქარებას გპირდება.

რესქულში პროფესიული სწავლება ადგილობრივად მოქმედი მარეგულირებლის მოთხოვნების შესაბამისად ხორციელდება და საერთაშორისო ექსპერტების მიერ აღიარებული სტანდარტების მიხედვით მიმდინარეობს. რესქულის კურსის დასრულებით, თავისუფლად შეძლებ უძრავი ქონების სექტორში მიმდინარე ტრანზაქციებსა და პროცესებში გარკვევას.

პირველი კურსი, რომელიც რესქულში ნოემბრიდან დაიწყება, უძრავი ქონების შეფასებას შეეხება. კურსი თეორიას + პრაქტიკის ფორმატით ჩატარდება. მისი მიზანია ტრენერების მრავალწლიანი ცოდნის გაზიარება და ქართული ბაზრისთვის ტიპიური მაგალითების გამოყენებით პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაა. სწორედ ამიტომ, რესქულის ტრენერები Colliers International Georgia-ს უძრავი ქონების ექსპერტები არიან, რომელთაც ამავე სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. მათი უმეტესობა სერტიფიცირებული შემფასებლების სამეფო ინსტიტუტის (RICS) წევრია, რომელიც 1868 წელს ბრიტანეთში დაფუძნდა და დღეს მსოფლიოს წამყვან პროფესიულ ორგანიზაციას წარმოადგენს უძრავი ქონების სფეროში.

ასე რომ, განიახლე ცოდნა, გამოიკვლიე შესაძლებლობები, გააკეთე ახალი აღმოჩენები, კიდევ ერთხელ   სცადე და იმოქმედე!

რესქულში მიღება უკვე დაიწყო, უძრავი ქონების შეფასების კურსი ნოემბრის ბოლოდან იწყება და 4 თვეს გასტანს.  შეფასების კურსის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას 11 ნოემბერს, ღია კარის დღეზე გაიგებთ.

დააჩქარე შენი კარიერული წარმატება!

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: join@reschool.ge +995322111277.

  •  
  •  
  •  
  •