შემოგვიერთდით

საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 90.7 ლარით გაიზარდა და 1241.1 ლარი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საწარმოთა საქმიანობის 2019 წლის II კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა.

2019 წლის II კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 687.9 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.8 პროცენტით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41.1 პროცენტი ქალია, ხოლო 58.9 პროცენტი – კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36.5 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 21.4 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 42.1 პროცენტი – მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 646.0 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 4.0 პროცენტით მეტი).

2019 წლის II კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 241.1 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 90.7 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 946.1 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 73.2 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

• მსხვილი ბიზნესი – 1 251.0 ლარი,

• საშუალო ბიზნესი – 1 407.7 ლარი,

• მცირე ბიზნესი – 1 132.6 ლარი.

2019 წლის II კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 26.2 პროცენტი, 12.7 პროცენტი და 10.3 პროცენტიანი წილებით). თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (10.0 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.1 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (5.6 პროცენტი):

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, რეგიონების მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება:

• ქ. თბილისი – 64.1 პროცენტი,

• აჭარის ა.რ. – 9.7 პროცენტი,

• იმერეთი – 6.8 პროცენტი,

• ქვემო ქართლი – 5.6 პროცენტი,

• სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.8 პროცენტი.

ქვემოთ მოცემული გრაფიკი ასახავს ცალკეულ რეგიონში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის განაწილებას სქესის მიხედვით:

წყარო: geostat.ge

  •  
  •  
  •  
  •