შემოგვიერთდით

სთორითელინგ ღონისძიება – „გონს მოეგე, დაო • გზა ლიდერობისკენ”

14 ნოემბერს, 19:00 საათზე სასტუმრო „მოქსიში“ პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ორგანიზებით სთორითელინგ ღონისძიება „გონს მოეგე, დაო  გზა ლიდერობისკენ“ გაიმართება.ღონისძიების შთაგონების წყარო ორი წიგნი გახდა: რეიჩელ ჰოლისის „გონს მოეგე, დაო“ და სოფია ამორუზოს „როგორ გავხდი #Girlboss“. „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში ორივე წიგნი სულ რამდენიმე დღეში იქნება ხელმისაწვდომი ქართულ ენაზე.

ღონისძიებაზე თავიანთ ისტორიას გაგვიზიარებენ ვინტაჟური/მეორეული ტანსაცმლის მაღაზია „ვინტილატორისა“ და „რაბაზარიას“ თანადამფუძნებელი შოკო ჩიჩუა, Facebook-ის ჯგუფ Beauty Lab-ის დამფუძნებელი და Forbes Georgia-ს ერთ-ერთი ავტორი ქეთა ბაღაშვილი; „ცოდნის კაფეს“ თანადამფუძნებელი ნანა ბაგალიშვილი და Coaching Lab-ის დამფუძნებელი ირინე ჭოჭუა.

თითოეულ სპიკერს განსხვავებული და საინტერესო ისტორია აქვს, რომლებიც, ორგანიზატორთა მიხედვით, სამაგალითოა ყველა გოგონასთვის და ქალისთვის.

 „ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდე ადამიანების შესახებ, რომლებმაც ეს გზა უკვე გაიარეს, უკვე შექმნეს რაღაც და შეუძლიათ საკუთარი გამოცდილება გაგიზიარონ. გაჩვენონ, როგორ გადალახეს სირთულეები. საქართველოშიც ზუსტად ეს ბარიერებია წარმატების მისაღწევად, როცა ქალი ხარ. ძალიან ცოტა მაგალითი გვყავს, პატარა გოგონებს, ვისი ისტორიაც შეიძლება რელევანტური და შემდეგ ინსპირაციული იყოს ჩვენთვის. ვიღაცის ისტორიამ უნდა შეგვძრასრომ ჩვენში გააღვიძოს მებრძოლირომელიც იტყვისრომ მასაც შეუძლია ამის გაკეთება“. – აღნიშნა ერთ-ერთმა სპიკერმა, Beauty Lab-ის დამფუძნებელმა ქეთა ბაღაშვილმა.

დიდი ხანი არ არის, რაც ირინა ჭოჭუამ Coaching Lab დააფუძნა. დღემდე დიდ ძალისხმევას ხარჯავს, რომ კომპანიებს Coaching-სა და ჩვეულებრივ ტრენინგებს შორის განსხვავება აუხსნას და როგორც ჩანს, კარგადაც გამოსდის, რადგან ორგანიზაცია წარმატებით ოპერირებს. ამ წარმატებამდე ირინას ბევრი სირთულის დაძლევა მოუწია, ყველაფერზე კი 14 ნოემბერს დეტალურად ისაუბრებს.

„ღონისძიებაზე პრეზენტაციის თემას დავარქვი „შენი უკეთესი ვერსია“. მთავარი მესიჯი იქნება იმის ჩვენება თუ ადამიანს და ამ შემთხვევაშიქალს ბიზნესის დასაწყებად რა უნარები სჭირდებაროგორ უნდა იმუშაოს მიზნების ჩამოყალიბებაზე სტრეს ფაქტორების გათვალისწინებითრადგან მოუწევს შიშთან და წინააღმდეგობასთან ერთად საქმიანობა.

ეს იქნება ჩემი პირველი პირიდან მოთხრობილი ისტორიამე როგორ გავიარე ეს გზა და როგორ ვიმუშავე საკუთარ თავზე იმისათვისრომ გამეკეთებინა ისრაც მინდოდა და ჩემი მიზნისთვის მიმეღწია, – განმარტა ირინა ჭოჭუამ.

როგორ დავესწროთ ღონისძიებას? TKT.ge-ზე უკვე იყიდება ბილეთები, რომელთა შეძენაც 14 ნოემბრამდეა შესაძლებელი. HR Hub-ის წევრებს ბილეთების შეძენა სპეციალურ ფასად, 30 ლარად შეუძლიათ (45-ის ნაცვლად). დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით ორგანიზატორებს ელ-ფოსტაზე: blueocean@palitra.ge.

ბილეთები: https://tkt.ge/Event/212833/gons-moege-dao-gza-liderobisken

  •  
  •  
  •  
  •