შემოგვიერთდით

ტურიზმის სფეროში კარიერის დასაგეგმად სტუდენტებისთვის გამოფენა მოეწყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამოფენების ცენტრ „ExpoGeorgia”-ს №3 პავილიონში კარიერის დაგეგვმის ღონისძიება გაიმართა.

გამოფენის მიზანია:

  1. სტუდენტების ინფორმირებატურიზმის ინდუსტრიის უკეთ გაცნობა;
  2. სტუდენტებმა დაგეგმონ კარიერა და გაიგონ თუ რა უნარ-ჩვევები და გამოცდილება არის დამსაქმებლისთვის პრიორიტეტული ტურიზმის სფეროში.

გამოფენას 100-მდე უნივერსიტეტისა და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტი დაესწრო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი 30-მდე ორგანიზაცია, მათ შორის ტურისტული კომპანიები და სასტუმროები.გამოფენისას სტუდენტები წამყვანი სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს გაესაუბრნენ და გაეცნენ მათ საქმიანობას.

ტურიზმი2018

  •  
  •  
  •  
  •