შემოგვიერთდით

უფასო მასტერკლასები GIPA-სგან ტურიზმის სფეროში დასაქმებული პირებისა და მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის

GIPA, როგორც საზოგადოებრივად აქტიური ინსტიტუცია, ეხმიანება ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს უფასო მასტერკლასებს “+20% შენს ცოდნას“.

მასტერკლასების მიზანია, მხარი დაუჭიროს იმ ადამიანებს, რომელთა საქმიანობასაც შესაძლოა შეეხოს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და გამოწვევები.

 მასტერკლას(ებ)ი განკუთვნილია ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში დასაქმებული პირებისა და მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის:

▪ სერვისის ბრენდინგი – შოთა ჩინჩალაძე, Live Branding-ის აღამსრულებელი ხელმძღვანელი

 ექსპორტის მენეჯმენტი – გვანცა მელაძე, საქართველოს ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე

 ფონდების მოძიება – ნიკოლოზ აბუაშვილი, GIPA-ს პროფესორი, მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი

 ბიზნეს გეგმის შედგენა – გიორგი თურქია, GIPA-ს პროფესორი, ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი

 ციფრული მედიის მენეჯმენტი – ანუნა ბუკია, საკომუნიკაციო სააგენტო “კოპეშია”-ს დამფუძნებელი

▪ ტურიზმის ფოტოგრაფია – ლელი ბლაგონრავოვა, GIPA-ს ლექტორი, ფოტოგრაფი

დარეგისტრირდით 4 ივლისის ჩათვლით: https://forms.gle/C6sfUNB4rASeoxb97

  •  
  •  
  •  
  •