შემოგვიერთდით

ღონისძიებაზე ,,მოტივაცია 3.0 – რა გვამოძრავებს სინამდვილეში?” ჰაბის წევრები ფასდაკლებით ისარგებლებენ

29 მარტს, 19:00 საათზე, სასტუმრო “თბილისი მერიოტში”, პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ორგანიზებით  გაიმართება ბიზნესღონისძიება: მოტივაცია 3.0 – რა გვამოძრავებს სინამდვილეში?

ღონისძიების ფარგლებში იქნება დენიელ ჰ. პინკის მსოფლიო ბესტსელერი წიგნის Drive პრეზენტაცია.

სპიკერები:

მედეა ტაბატაძე – წიგნის ქართული გამოცემის კონსულტანტი, კომპანია Insource-ს მმართველი პარტნიორი.

ის ისაუბრებს თემებზე:

– წიგნის – Drive პრეზენტაცია;

– მოტივაციის ეკოსისტემა – რას და რატომ ვარქმევთ მოტივაციას, რას ვგულისხმობთ მოტივაციის მართვაში.

პაატა პაპავა – განათლების სპეციალისტი, ტრენერ-კონსულტანტი, კომპანია Teamboat-ის დამფუძნებელი და დირექტორი

– პაატა პაპავა ჩაატარებს ვორკშოპს მოტივაციის თემაზე.

პრეზენტაცია და ვორკშოპი იქნება ქართულ ენაზე.

მოკლედ წიგნის შესახებ:

როგორ უნდა შეუქმნა მოტივაცია ადამიანებს სამსახურში, სკოლასა თუ სახლში? დაივიწყე ყველაფერი, რაც ამ თემაზე იცოდი. დენიელ ჰ. პინკი ყველა პარადიგმას არღვევს. წარსულს ჩაბარდა “დასჯა-წახალისების” მეთოდი. დღეს აქტუალურია მოტივაციის სამი ელემენტი:

– ავტონომია – სურვილი, მართო საკუთარი ცხოვრება;

– დაოსტატება – უნარი, გახდე უკეთესი შენს საქმიანობაში;

– მიზანი – სწრაფვა, იყო რაღაც უფრო მნიშვნელოვანის შემადგენელი ნაწილი.

წიგნი განკუთვნილია HR სპეციალისტების, გუნდის ლიდერების, მენეჯერებისთვისა და ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს რა გვაძლევს მოტივაციას და გვამოძრავებს სინამდვილეში.

დენიელ ჰ. პინკის Drive ბიზნესლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, კლასიკად ქცეული წიგნია მოტივაციის თემაზე. ის გამსვლისთანავე გახდა New York Time-ს ბესტსელერი და დღემდე არ კარგავს აქტუალურობას.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ tkt.ge-ს.

HR hub-ის და HR hub Next-ის წევრებისთვის დასწრების ღირებულება შეადგენს 30 ლარს. ამისთვის საჭიროა დაუკავშირდეთ T.turashvili@palitra.ge-ს და მიიღოთ პრომო კოდი.

 

 

  •  
  •  
  •  
  •