შემოგვიერთდით

შეუერთე შენი ხმა ბავშვთა კიბოსთან მებრძოლებს!

ავთვისებიანი სიმსივნით  დაავადებული ბავშვებისთვის, ამიერკავკასიაში პირველი სარეაბილიტაციო ცენტრის, „ბედნიერი სახლის“ მშენებლობის პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდება!

სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობისთვის თანხების მოსაძიებლად  „ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი“ იწყებს ახალ პროექტს – „იმღერე სიცოცხლისთვის!“ პროექტში „იმღერე სიცოცხლისთვის“ მონაწილეობით ქმედითად დაეხმარებით კიბოთი დაავადებულ ბავშვებს და გახდებით „ბედნიერი სახლის“ მშენებლობის თანამონაწილე.

„იმღერე სიცოცხლისთვის“ – ეს იქნება პროექტი, რომლის განმავლობაშიც მხოლოდ 90-იანი წლების ჰიტები შესრულდება (სასურველია 90-იანების დრესკოდი). კომპანიების მიერ წარმოდგენილი ჯგუფების შეფასებას  კომპეტენტური ჟიური უზრუნველყოფს.

საქველმოქმედო მუსიკალურ შეჯიბრში კომპანიის მონაწილეობის საფასურია –  1000 ლარი (6 მონაწილე), რაც მოიცავს:

  • სამახსოვრო სერტიფიკატი  6 მონაწილე + კომპანია;
  • კომპანიის ლოგო პრეს-ბანერზე;
  • 6-კაციანი მაგიდა კომპანიის ნიშნულით, შეჯიბრის განმავლობაში.

შეჯიბრი ჩატარდება 27 და 28 თებერვალს, 19.00 საათზე კარაოკე  ბარში “სოლო” მისამართი: ბამბის რიგი, იუნიქის კომპლექსი, მესამე სართული

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად თანხმობა და თქვენი ლოგოს სამუშაო ფაილი გადააგზავნეთ 27 თებერვლამდე მეილზე: monkandrew.fund@gmail.com