შემოგვიერთდით

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) ბათუმში ინტეგრირებული მონიტორინგის ჯგუფების სამუშაო შეხვედრა გამართა

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით ქალაქ ბათუმში სასტუმრო შერატონში გაიმართა ინტეგრირებული მონიტორინგის ჯგუფების სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ:

  1. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე,
  2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი გიორგი ბაგრატიონი და
  3. სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი დავით გიგინეიშვილი.

შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილნი იყვნენ ინსპექტირების პროცესში ჩართული სამივე უწყების თანამშრრომლები. სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ექსპერტი სტეფან უილიამსი.

ორდღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს ქ. თბილისში სამშენებლო ობიექტებზე ინსპექტირების მიმდინარეობის პროცესზე, ინსპექტირებისას გამოვლენილ ძირითად დარღვევებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. შეხვედრაზე სამივე უწყების მხრიდან წარმოდგენილ იქნა ერთი თვის მანძილზე სამშენებლო ობიექტების ინსპექტირების ანგარიში.

ქ. თბილისში სამშენებლო ობიექტების ერთობლივი ინსპექტირების ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია, 2019 წლის 23 ივლისიდან დღემდე 140 მდე სამშენებლო ობიექტი შემოწმდა.

  •  
  •  
  •  
  •