შემოგვიერთდით

შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორისთვის – რა უნდა გავითვალისწინოთ

შრომის უსაფრთხოების მნიშვნელობა და მისი აუცილებლობა უფრო და უფრო აქტუალური ხდება. სახელმწიფო სტრუქტურები, ისევე როგორც კერძო დაწესებულებები, ერთობლივად ცდილობენ შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტების გაუმჯობესებას, რაც კანონმდებლობით ცვლილებებსა და მონიტორინგის გამკაცრებაშიც მკაფიოდ გამოიხატება. დღითი დღე თვალსაჩინო ხდება ამ ნორმების დაცვის საჭიროება ნებისმიერ სამუშაო სფეროში. იქნება ეს საოფისე სივრცე თუ სამშენებლო სექტორი. თუმცა, ეს უკანასკნელი ის სექტორია, სადაც, საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, კრიტიკული საფრთხის შემცველი ბევრი ფაქტორი არსებობს. სწორედ ამიტომ, შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა ამ ინდუსტრიის წარმომადგენელთათვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

ვინაიდან ინციდენტები, სანქციები, სამუშაოს შეჩერებები უცხო არ არის ამ ინდუსტრიისთვის, დამსაქმებელი ხშირად აწყდება არაგეგმიურ ხარჯებს, რაც, თავისთავად, სამუშაო პროცესის შეფერხებას და დროში გაწელვას იწვევს. საწარმოო შემთხვევების სტატისტიკური მონაცემები და შედეგად გაცემული ჯარიმების რაოდენობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რა პრობლემებთან აქვთ შეხება დამსაქმებლებს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, 2011 წლიდან 2018 წლამდე საწარმოო შემთხვევებისას დაშავებულთა რაოდენობამ 1081 ადამიანს მიაღწია, ხოლო იმავე პერიოდის განმავლობაში 376 მუშა დაიღუპა. რაც შეეხება გაცემულ ჯარიმებს, მუნიციპალური ინსპექტორების მიერ 2019 წლის პირველი იანვრიდან აგვისტოს ბოლომდე 1000-ზე მეტი ოქმია შედგენილი, დაკისრებული ჯარიმების ოდენობამ კი 19 მილიონ ლარს მიაღწია. ეს ყველაფერი ჯარიმების გამკაცრებასა და კანონმდებლობით ცვლილებებს უკავშირდება, რაც, მიუხედავად იმისა, რომ აუცილებელი ნაბიჯია სახელმწიფოს მხრიდან, ბევრი დაწესებულებისთვის ფინანსური კუთხით საკმაოდ საზიანო აღმოჩნდა.

ეს ყველაფერი ისეთ მასშტაბურ გამოწვევებს უკავშირდება, როგორებიცაა ეკონომიკური პრობლემები, ცნობიერების დაბალი დონე, სამშენებლო სამუშაოების ახალი ტიპი და გაზრდილი სიხშირე. მუშებმა ხშირად არ იციან უსაფრთხოების წესები და საკუთარი უფლებები, ამას გარდა მათ ნორმით გათვალისწინებულ სამუშაო საათებზე დიდხანს უწევთ მშენებლობაზე გაჩერება საკმარისი გასამრჯელოს მიღების მიზნით, რაც მათი დაშავების რისკებს ზრდის. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ ადრე მათ დაბალ სიმაღლეებზე უწევდათ მუშაობა, დღესდღეობით უფრო მასშტაბური პროექტების მომრავლებამ მუშათა დაშავების რისკიც, შესაბამისად, გაზარდა.

მკაცრი კონტროლი

ამ ყველაფერთან ერთად, ნებისმიერი სამშენებლო კომპანიისთვის რთულია სანქცირების გარეშე ოპერირება, რადგან სამშენებლო სექტორს ერთდროულად ამოწმებს ეკონომიკის სამინისტრო, მერიის ზედამხედველობა და ჯანდაცვის სამინისტრო. თითოეულ მათგანს თავისი მოთხოვნები აქვს და მათთან თავსებადობა კიდევ უფრო რთული ხდება ზემოთ აღნიშნული ვითარების ფონზე შრომითი უსაფრთხოების სექტორში.

Geosafety სამშენებლო სექტორს სრულ მომსახურებას სთავაზობს.

იმისათვის, რომ დამსაქმებელმა მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო შეუქმნას თავის ობიექტზე მომუშავე პერსონალს და, ამასთან, თავიდან აირიდოს ზედმეტი ხარჯები, შრომითი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო კომპანია Geosafety მომხმარებლებს სთავაზობს ეფექტურ მომსახურებას მინიმალური დანახარჯის საფუძველზე.

თითოეული მომხმარებლისთვის პერსონალური ექსპერტი

შრომითი უსაფრთხოებისა და დასაქმებულთა ჯანმრთელობის მაქსიმალური უზრუნველყოფისთვის, Geosafety თითოეული დამკვეთი ობიექტისთვის გამოყოფს კვალიფიცირებულ თანამშრომელს, რომელიც ზრუნავს კლიენტების კმაყოფილებასა და ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე. ასეთი ახლო ურთიერთობის შედეგად, შესაძლებელი ხდება ინსტრუქტაჟების ეფექტურობის დადგენა ინდივიდუალურ დონეზე თითოეული დაწესებულებისთვის, რის მიხედვითაც დინამიურად უმჯობესდება მომსახურების ხარისხი. პერსონალური ექსპერტი მთლიანი პროცესის განმავლობაში ზედამხედველობას უწევს მშენებლობას და უზრუნველყოფს კომპანიის მიერ შემუშავებული გეგმის სრულფასოვნად აღსრულებას, რაც შემდეგი ელემენტებისგან შედგება:

  • შემდეგი ეტაპია რისკების შეფასება, რომლის დროსაც იკვეთება ჯანმრთელობისთვის საზიანო ყველა პოტენციური საფრთხე. ფიზიკური დაზიანების რისკების შეფასებასთან ერთად, აზომვითი სამუშაოების შედეგად, მოწმდება ისეთი გარემო პირობები, როგორიცაა მიკროკლიმატი, ტემპერატურა, ტენიანობა, განათება და სხვა;
  • ამა თუ იმ ობიექტზე პოტენციური რისკების აღმოჩენის შემდეგ იწერება ინსტრუქტაჟები და სწავლების გეგმა, რასაც ემატება რიგგარეშე ინსტრუქტაჟებიც კონკრეტულ ინციდენტზე დაყრდნობით;
  • იმისათვის, რომ დამკვეთი მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს თავის კომპანიაში მიმდინარე პროცესებისა და პოტენციური რისკების თუ მიღებული შედეგების შესახებ, ინერგება რეპორტინგის სისტემა. აუდიტში მოცემულია კანონმდებლობასთან თანმხვედრი პუქნტები და ის რისკები, რომლებსაც ყურადღება უნდა დაეთმოს.

იურიდიული სპეციალისტების ჯგუფი

იმისთვის, რომ ტექნიკური საკითხების გარდა Geosafety-ის მიერ მიღებული ყველა ზომა და დოკუმენტაცია თავსებადობაში მოდიოდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ წესებსა და კანონებთან, ტექნიკური პროფესიონალების გარდა ნებისმიერ მომხმარებელს ემსახურება იურიდიული წარმომადგენელიც. ამ გზით კომპანია ბევრად ეფექტურად ახერხებს თავისი მოვალეობის შესრულებას, ითვალისწინებს რა კანონმდებლობაში გაწერილ პუნქტებს.

იურიდიული სპეციალისტის არსებობის საჭიროების ნათელი მაგალითია თუნდაც ისეთი დეტალი, როგორიცაა, მაგალითად, ის, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა სამშენებლო ობიექტზე მომხდარ ინციდენტზე. ხშირად დამკვეთებმა არ იციან, რომ ნებისმიერი პირის დაშავებაზე, პირველ რიგში, თავად ამ ობიექტის მფლობელია ვალდებული და არა ამ ტერიტორიაზე მომუშავე კერძო თუ იურიდიული პირი. ამ და მსგავსი დეტალების გათვალისწინებით Geosafety ახერხებს უფრო მაღალი შედეგი მოუტანოს დამკვეთს, ვიდრე მხოლოდ ტექნიკური სპეციალისტების არსებობისას შეძლებდა.

გაჩერებული ობიექტების ხელშეწყობა

რაც შეეხება ამა თუ იმ დარღვევის გამო უკვე შეჩერებულ მშენებლობებს, მათ შეუძლიათ მოგვმართონ კონსულტაციისთვის, რასაც მოჰყვება ექსპერტიზა და საჭირო დოკუმენტაციის წარმოება. შემდეგ ისინი ამ საბუთებს წარადგენენ მუნიციპალურ დაწესებულებაში და კვლავ შეძლებენ მუშაობის გაგრძელებას.

სრული ფინანსური პასუხისმგებლობა

Geosafety-ის მთავარი მიზანია შექმნას ყველანაირად დაცული სამუშაო გარემო ნებისმიერი წარმომადგენელისთვის მაქსიმალურად ოპტიმიზირებული დანახარჯის საფუძველზე. სწორედ ამიტომ, კომპანიის შემოთავაზებაში შედის ხარჯების ოპტიმიზაციის სერვისი. ამ ყველაფერს კი ემატება ისიც, რომ Geosafety სრულ პასუხისმგებლობას იღებს გაცემულ რეკომენდაციებზე, დანერგილ სისტემაზე, გამოყოფილი თანამშრომლის კვალიფიკაციაზე და თავად ფარავს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ არაგეგმიურ ხარჯს, იქნება ეს სანქცირება, ინციდენტი თუ იურიდიული დავა.

სტატიაზე იმუშავა ანა მიქატაძემ.

  •  
  •  
  •  
  •