შემოგვიერთდით

შსს-ს თანამშრომლებმა ,,მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა თამაშებზე“ 9 ოქროს მედალი მოიპოვეს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამართულ ,,მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა თამაშებზე“ 9 ოქროს მედალი მოიპოვეს.

წელს, საერთაშორისო ტურნირი 8-18 აგვისტოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ ჩენგდუში გაიმართა. მასში მონაწილეობა 80 ქვეყნის პოლიციელმა და მეხანძრემ მიიღო.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან სხვადასხვა სპორტის სახეობებში 7 წარმომადგენელი ასპარეზობდა. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანმა პირველობას მიაღწია, მათ შორის ორი კი ორგზის ოქროს მედალოსანი გახდა.

აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

 

  •  
  •  
  •  
  •