შემოგვიერთდით

ხვალ ანაკლიის სასწავლო ცენტრი გაიხსნება

ხვალ ანაკლიის სასწავლო ცენტრი გაიხსნება.

28 თებერვალს, 10:30 საათზე, ანაკლიაში, სასტუმრო „პალმ ბიჩში“, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ (ADC) გენერალური დირექტორი და USAID-ის მისიის ხელმძღვანელი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ერთად, ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში, ანაკლიის სასწავლო ცენტრს გახსნიან და საგრანტო პროგრამას გამოაცხადებენ.

ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ და USAID-ის „ზრდა“ პროექტის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ანაკლიის და მეზობელი სოფლების ეკონომიკურ განვითარებას ისახავს. პროექტის ამოცანა არის რეგიონში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელის შეწყობა, ასევე პორტისა და რეგიონისთვის მოთხოვნადი კვალიფიციური სამუშაო ძალის შექმნა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება.

ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში, სასწავლო ცენტრი ანაკლიის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ბაზრისთვის მოთხოვნად სასწავლო კურსებს შესთავაზებს. სასწავლო ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს მოსახლეობის დასაქმებას, ასევე პორტისა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი თავისუფალი ეკონომიკური ზონის ფარგლებში შექმნილი და არსებული ბიზნესების განვითარებას.  სასწავლო კურსები მოიცავს სხვადასხვა დარგებს, მათ შორის, მეწარმეობას, ბიზნეს-ადმინისტრირებას, ტურიზმსა და სოფლის მეურნეობას, ინგლისური ენისა და  კომპიუტერული პროგრამების შესწავლას. ყოველივე ეს კი, ადგილობრივი მოსახლეობის კვალიფიკაციის ამაღლებას და რეგიონის მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *