შემოგვიერთდით

ხვალ ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზენტაცია გაიმართება

19 ოქტომბერს, ქორთიარდ მარიოტში, 13:00 საათზე ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელები. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება B2B შეხვედრები.

,,აბა” არის ახალი თაობის ბიზნესმენთა და მეწარმეთა გაერთიანება შექმნილი საქართველოში თავისუფალი ბიზნესის გარემოს განვითარებისთვის.

ბიზნესმენთა, ინვესტორთა, მომსახურებისა და სამეწამეო სფეროში მყოფი ადამიანების უფლებებისა და ინტერესების დამცველი და გამომხატველი, ინოვაციური და უნიკალური პროექტების ავტორი, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

ასოციაცია წევრთა ინტერესების დასაცავად მასმედიისა და საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით დაგეგმავს და განახორციელებს ინოვაციურ და უნიკალურ პროექტებს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

  •  
  •  
  •  
  •