შემოგვიერთდით

15-16 ივნისს პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები გაიმართება

15 და 16 ივ­ნისს, თბი­ლის­ში, „უნა­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის – პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი დღე­ე­ბი“ გა­ი­მარ­თე­ბა.

ამ მას­შტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის მას­პინ­ძლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­სა და გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან. ეს იქ­ნე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ყვე­ლა­ზე დიდი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რაც კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ დრომ­დე ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, რად­გან მას პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის 20-ზე მეტი გერ­მა­ნე­ლი ექ­სპერ­ტი და 8000-ზე მეტი ვი­ზი­ტო­რი ეს­ტუმ­რე­ბა.

ღო­ნის­ძი­ე­ბა „უნა­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ სამი ნა­წი­ლი­სა­გან შედ­გე­ბა: სა­ხალ­ხო ღო­ნი­ძი­ე­ბა, დარ­გობ­რი­ვი კონ­ფე­რენ­ცია „Expert to Expert talks“ და Skills4Georgia talks. სა­ხალ­ხო ღო­ნის­ძი­ე­ბა 15 ივ­ნისს პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

სხვა­დას­ხვა თე­მა­ტურ ზო­ნა­ში თვალ­სა­ჩი­ნოდ იქ­ნე­ბა ნაჩ­ვე­ნე­ბი არა­ერ­თი პრო­ფე­სია და პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი. გარ­და ამი­სა, ად­გილ­ზე იქ­ნე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი და პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბის ზონა. 4 სა­ა­თი­დან დიდ სცე­ნას და­ი­კა­ვებს ელის ბენ­დი, 7 სა­ა­თი­დან მათ ჩა­ა­ნაც­ვლებს ელე­ნე კა­ლან­და­ძე, 10 სა­ა­თი­დან კი DJ წვე­უ­ლე­ბა და­ი­წყე­ბა.

დარ­გობ­რი­ვი კონ­ფე­რენ­ცია Expert to Expert Talks კი ასე­ვე 15 ივ­ნისს რეს­პუბ­ლი­კის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის სივ­რცე­ში პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნის მო­პირ­და­პი­რედ ჩა­ტარ­დე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით, 150 ექ­სპერ­ტი და სტუ­მა­რი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ერ­თად მი­ი­ღებს. ცნო­ბი­ლი გერ­მა­ნე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი ქარ­თველ კო­ლე­გებს გა­მოც­დი­ლე­ბას­გა­უ­ზი­ა­რე­ბენ. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს აკა­დე­მი­უ­რი ფორ­მა­ტი ხელს შე­უ­წყობს ცოდ­ნის გა­ზი­ა­რე­ბას ქარ­თუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მო­დერ­ნი­ზე­ბის­თვის.

Skills4Georgia Talks გა­ი­მარ­თე­ბა კვი­რას, 16 ივ­ნისს ასე­ვე რეს­პუბ­ლი­კის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის სივ­რცე­ში. ღო­ნის­ძი­ე­ბას ღია და სა­ინ­ტე­რე­სო­სა­უბ­რის სტი­ლი ექ­ნე­ბა. ქარ­თვე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის და გერ­მა­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის Studio2B წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ძი­რი­თა­დი ყუ­რა­დღე­ბა და­ეთ­მო­ბა პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­სა და­და­საქ­მე­ბის­თვის მათ მნიშ­ვნე­ლო­ბას.

პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი დღე­ე­ბი, ერთი მხრივ, წარ­მო­ა­ჩენს სა­ქარ­თვე­ლო­სა და გერ­მა­ნი­ის ორ­მხრივ, მრა­ვალ­წლი­ან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. მე­ო­რე მხრივ, კი ეს და­საქ­მე­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *