შემოგვიერთდით

17 და 18 თებერვალს ტექნოპარკში It დასაქმების ფორუმი გაიმართება

17 და 18 თებერვალს ტექნოპარკში (ინოვაციების ქუჩა 7)  It დასაქმების ფორუმი გაიმართება.

უამრავი მულტინაციონალური კომპანია, რომელმაც ჩვენი სამყარო შეცვალა, უნივერსიტეტში სტუდენტების მიერ შეიქმნა (მაგალითად Google, Facebook და ა. შ.) და არა რომელიმე დიდი კორპორაციის კვლევით ლაბორატორიაში.
ჯეოლაბმა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ, თბილისსა და საქართველოს 4 რეგიონის ინოვაციების ცენტრებსა და ტექნო პარკებში Front End Development-ის კურსი ჩაატარა.
11 კვირის განმავლობაში, სამ ეტაპად დაყოფილი კურსის შემდეგ სტუდენტებმა შეისწავლეს ვებვერდის შექმნა და მასში ცვლილებების შეტანა, საიტის სტრუქტურის შემუშავება, მისთვის დიზაინის აწყობა და ის ყველაფერი, რაც ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისთვის არის საჭირო.

სტუდენტებმა ერთი თვის განმავლობაში იმუშავეს საკუთარ პროექტებზე, რომლის პრეზენტაციაც გაიმართება თბილისის ტექნო პარკში 17-18 თებერვალს.
მოდი ფორუმზე, შეხვდი ნიჭიერ დამწყებ ქართველ პროგრამისტებს და გაიგე მათი შესაძლებლობების შესახებ.

წისქვილი ქეითერინგი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *