შემოგვიერთდით

18 აპრილს კახა ბენდუქიძის კამპუსში დასაქმების ფორუმი ჩატარდება

2019 წლის 18 აპრილს თბილისის თავისუფალი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტები  გიწვევთ დასაქმების ფორუმზე, რომელიც ტრადიციულად კახა ბენდუქიძის კამპუსში გაიმართება.

დასაქმების ფორუმი შესაძლებლობას მოგცემთ გაიცნოთ საქართველოს ყველაზე რეიტინგული უნივერსიტეტის სტუდენტები, უკეთ გააცნოთ მათ თქვენი კომპანია და მიმდინარე ვაკანსიები თუ სტაჟირებები. სტუდენტებთან ამგვარი კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა კარგი შესაძლებლობაა მომავალში თანამშრომლობისთვის.

დასაქმების ფორუმზე დასასწრებად, გთხოვთ,  გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე მიმდინარე წლის 7 აპრილის  ჩათვლით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ მაგიდების განლაგება მოხდება რეგისტრაციის მიხედვით  და რეგისტრაციისთანავე გეცნობებათ, რომელი სივრცეში მოვდება თქვენი კომპანია. 

დღის წესრიგს და დამატებით დეტალებს გამოგიგზავნით დარეგისტრირებულ კანდიდატებს.

FB ივენთი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

კითხვების შემთხვავში, დაუკავშირდით თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების კარიერული განვითარების მენეჯერს:

m.meburishvili@freeuni.edu.ge

+995 557 19 71 19

  •  
  •  
  •  
  •