შემოგვიერთდით

ბიბლუსმა თანამშრომლების შვილებს სწავლის დაწყება მიულოცა და საჩუქრები გადასცა

“ასე მიულოცა ბიბლუსმა სასწავლო წლის დაწყება იმ თანამშრომლების შვილებს, ვინც წელს პირველ კლასში მიდიან Continue reading “ბიბლუსმა თანამშრომლების შვილებს სწავლის დაწყება მიულოცა და საჩუქრები გადასცა”

რატომ უნდა ავიყვანოთ სამსახურში მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც არსებულ კულტურას ერგებიან

რა არის აუცილებელი წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად? Continue reading “რატომ უნდა ავიყვანოთ სამსახურში მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც არსებულ კულტურას ერგებიან”

Workflex: იდეალური სამსახურის სასურველი ნიშანთვისება

სად იმუშავეთ დღეს? ალბათ სამუშაოს უდიდესი ნაწილი ოფისში შეასრულეთ, თუმცა სულაც არაა გამორიცხული, რომ კაფეში, თვითმფრინავში ან სულაც სახლში შეგესრულებინათ დაკისრებული ვალდებულება. ტექნოლოგიურმა განვითარებამ შესაძლებელი გახადა ერთ დროს წარმოუდგენელი იდეების ყოველდღიურ რუტინად ქცევა. კოლაბორაცია ერთი ოთახის ფარგლებს დიდი ხანია გასცდა და ახლა, თანამშრომლებს შეუძლიათ, ათასობით კილომეტრის დაშორებით, ერთობლივად იმუშაონ სხვადასხვა პროექტზე. „ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას“ – ეს იდეოლოგია დღევანდელი სამსახურებისა და დაქირავებულების მამოძრავებელ ძალად იქცა. სამყარო საზღვრების გარეშე თავისთავად მოიაზრებს სამსახურს საზღვრების გარეშე, რასაც დაქირავებულები ძალიან აფასებენ და სამსახურის უმნიშვნელოვანეს პლუსად სწორედ სამუშაო ცვლების, ლოკაციის, დროისა და სხვა დეტალების მოქნილობას მიიჩნევენ, რაც მათ ე.წ. Work-Life ბალანსის დაცვის შესაძლებლობას აძლევს.

აქედან გამომდინარე, გასაკვირი სულაც არაა, რომ ე.წ. Workflex (ინგლ. Flexible Work) სამუშაო თანამედროვე ტრენდებში ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს, როგორც იდეალური სამსახურის ყველაზე სასურველი დამახასიათებელი ნიშანთვისება. Workflex-ის ჭკვიანურად გამოყენების შემთხვევაში სტაფი თავს გრძნობს დაფასებულად, უფრო ბედნიერი და შესაბამისად ლოიალურია ბიზნესისადმი ხანგრძლივ პერსპექტივაში. თანამშრომლებს აქვთ მათზე მორგებული სამუშაო გრაფიკი, რაც დღევანდელობაში, დამეთანხმებით, დიდი შეღავათია. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ამბავი ყოველთვის ასე ბედნიერად არ სრულდება.

ბოლო პერიოდში, რამდენიმე კომპანიამ Workflex მეთოდები საკუთარი პოლიტიკიდან სრულად გააქრო, რაც გულისხმობს სახლიდან მუშაობის უფლების გაუქმებას იმ მიზნით, რომ ადამიანებს მეტი კოლაბორაცია შეძლებოდათ უშუალო კონტაქტის წყალობით. ზოგი კომპანია თუ სრულად არა, ნაწილობრივ მაინც აუქმებს ამგვარ და სხვა ბენეფიტებს მსგავსი მიზეზების გამო.

ცალსახაა, რომ ამგვარი კანონმდებლობა პიდაპირ სპობს კომპანიებში ტალანტის დივერსიფიცირებასა და ლოიალობის შენარჩუნებას მაშინ, როცა შრომით ბაზარზე ძალიან ტრენდული ხდება ლიბერალური შრომითი ხელშეკრულებები. აქედან გამომდინარე, Society for Human Resource Management(SHRM), რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადამიანური რესურსების სფეროს პორტალია, აქტიურად თანამშრომლობს კონგრესთან და მსგავსი ტიპის საკანონმდებლო ორგანოებთან, რათა შრომით ხელშეკრულებაში გაჩნდეს მეტი სიცხადე, მყარი მოლოდინები, ანაზღაურებადი დასვენებები და მსგავსი ტიპის Workflex ბენეფიტები. ეს ინოვაციური მიდგომა ერთადერთი სწორი გზაა უკეთესი მომავლისთვის.

რატი წიკლაური

როგორ უნდა გავუმკლავდეთ მშობლებს, რომლებსაც სურთ ზრდასრული შვილების სამსახურებრივ ცხოვრებაში “ცხვირის ჩაყოფა”?

რა უნდა ვქნათ, როცა მამიკო და დედიკო ცდილობენ შეგვითანხმდნენ მათი შვილებისთვის ხელფასის გაზრდაზე, დაწინაურებასა თუ მეტ თავისუფალ დროზე? Continue reading “როგორ უნდა გავუმკლავდეთ მშობლებს, რომლებსაც სურთ ზრდასრული შვილების სამსახურებრივ ცხოვრებაში “ცხვირის ჩაყოფა”?”

22 სექტემბერს ქორთიარდ მერიოტში გაიმართება Garrett Johnston-ის მასტერკლასი სტრატეგიულ მარკეტინგში

Gamma research, წამყვანი საკონსულტაციო კომპანია , 22 სექტემბერს, ქორთიარდ მერიოტში, გთავაზობთ, Garrett Johnston -ის, საერთაშორისო გამოცდილების მქონე მსოფლიო დონის ექსპერტის მასტერკლასს  სტრატეგიულ მარკეტინგში.

გარეტ ჯონსტონი თავისუფლად ფლობს 8 ენას, მუშაობდა სტრატეგიული მარკეტინგის, როგორც On-line, ასევე Off-line სფეროში და აქვს უზარმაზარი საერთაშორისო გამოცდილება დარგებში, როგორებიცაა Telecom, Digital Media, Technology (TMT), Pharmaceutical/Life Sciences და Retail.
1991-2003 წწ-ში გარეტი იკავებდა ხელმძღვანელის თანამდებობებს საერთაშორისო მსხვილ კორპორაციებში, როგორებიცაა Cap Gemini, Ernst & Young, Cable & Wireless, PricewaterhouseCoopers, Avaya, Alcatel, MCI WorldCom, Digicel, Х5 Retail Group და სხვა.

მასტერკლასი განკუთვნილია ბიზნეს პროცესებში მონაწილე, მაღალის რანგის მარკეტინგისა და ციფრული მედიის მენეჯერებისათვის.

პროგრამის აღწერა: 
360˚ Customer Centricity – მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება, როგორც ბიზნესის მთავარი სტრატეგიული უპირატესობა საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ.

• ყოვლისმომცველი, დასრულებული შედეგი მომხმხმარებლისათვის და არა ნახევარფაბრიკატი;
• მთლიანი ქსელის მონეტიზაცია В2В, С2С და არა მხოლოდ В2В ან В2С;
• მუშაობა მომხმარებლის კომპლექსური წარმატებისთვის და არა მხოლოდ დაკმაყოფილებისთვის;
• ბაზრის მოცულობის და არა მხოლოდ ბაზრის წილის გაზრდა;
• Win-Win-Win მომხმარებელი-თანამშრომლები-ინვესტორები და არა მხოლოდ ინვესტორები.

დღის წესრიგი
8:30 – 9:00 რეგისტრაცია
09:00-10:30 Part 1:
რა არის მომხმარებელზე ორიენტირებულობა? რა არის სერვისი და რატომ გვევლინება ეს ბიზნესის წარმატების ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებად?

11:00-13:30 Part 2:
რას აკეთებთ და რა გსურთ? ვინ არის კლიენტი?

1. კონტექსტი. რა არის მომხმარებელზე ცენტრალიზება და ორიენტირებულობა 360 გრადუსით და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
2. ბაზარი. რა ბიზნესში ვართ – „იარაღის თუ მკვლელობის“
3. მომხმარებელი
4. პოზიციონირება: რომელ ბიზნესში ვაპირებთ ყოფნას?
5. მიზანი – რა გვინდა ბიზნესისგან?
6. ბრენდი: მოსალოდნელი შედეგის საბაზისო დაპირება.

14:00-16:00 Part 3:
როგორ მივიდეთ რეალურიდან სასურველამდე – ინსტრუმენტები

1. სეგმენტაცია და პოზიციონირება, პრიორიტეტები.
2. 6P კომპლექსური მიდგომა.
3. მომხმარებლის სასიცოცხლო ციკლი და კონვერსია.
4. ახალი ტექნოლოგიების შესაძლებლობები და საფრთხეები.
5. ორგანიზაცია, შეუცვლელი დასახული მიზნის მიღწევისთვის
– ორგანიზაციის სტრუქტურა
– საინფორმაციო სისტემა
– ბიზნეს – პროცესი
– KPI

ბოლო ორ მოდულში ვნახულობთ ვინ არის #1 მსოფლიოში, იმ სექტორში, რომელშიც განვითარებულია საქართველოში? ვინ არსი #2 და #3 მსოფლიოში? ვინ არის ჯერჯერობით ყველაზე პატარა მაგრამ სწრაფად ზრდადი მოთამაშე ამავე სექტორში? ვინ „დამანგრეველი ინოვატორი“ ამ სექტორში, მაგალითად „სილიკონ ველი“-ში?

რის ხარჯზე აღწევენ წარმატებას? როგორი სამომხმარებლო მოდელი აქვთ? პროდუქტი, მომსახურება, სეგმენტი, არხები, აქციები, ფასები, მაღაზიები, დისტრიბუტორები, გამყიდველები, პარტნიორები, პროცესები, ტექნოლოგია და ა.შ? ფინანსური შედეგები და ბიზნეს მოდელი? კიდევ რაღაც?

როგორ გამოიყურება ბიზნეს მოდელის და სამომხმარებლო მოდელის შედარება, საქართველოში განვითარებულ სექტორებში? რითი ვართ უკეთესი ან უარესი საუკეთესოებთან შედარებით? რისი შეცვლაა საჭირო? კონკრეტულად რა? როგორ? ვისი დახმარებით ? როდის ?

16:30-17:30 Part 4:
კლიენტზე ორიენტირებულობის პრაქტიკული ქეისები – საუკეთესო მოთამაშეები პლანეტაზე და რითი არიან ისინი უკეთესები / უარესები ქართულ ექვივალენტებზე

რას ნიშნავს ეს გაკვეთილები თქვენთვის?
Amazon (ონლაინ გაყიდვები)
Best Buy (საყოფაცხოვრებო ტექნიკა)
Waitrose (საცალო ვაჭრობა)
Liberty Global/Virgin Media (მობილური კავშირი, TV)

17:30 – 18:30 Part 5:
მომხმარებელზე ორიენტირებულობის პრაქტიკული ქეისები – მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეები, სადაც დიდად არ არის ქართული ექვივალენტი, მაგრამ სადაც არის მათი საუკეთესო პრაქტიკა:
Tesla (ელექტრო ტრანსპორტი)
Salesforce.com (CRM სისტემები)

ტრენინგის ხანგრძლივობა: 9,5 საათი
მონაწილეთა რაოდენობა: შეზღუდულია
ჩატარების დრო: 09:00-18:30 საათები
ჩატარების ადგილი: ქორთიარდ მერიოტი
ღირებულება: 180 ლარი (ფასში შედის სადილი და 2 ყავის შესვენება).
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე: https://goo.gl/EMNr88
ღონისძიების დეტალური აღწერა:  https://goo.gl/o5SyS9

13 სექტემბერს სასტუმრო ,,იოტაში’’ ევროკავშირის პროექტის EEAL შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება

2017 წლის 13 სექტემბერს, თბილისში, სასტუმრო ,,იოტაში’’ ევროკავშირის პროექტის EEAL – ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება’’ ფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.

 ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგება როგორც პროექტის საორგანიზაციო ჯგუფი, ისე სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, ზაზა სოფრომაძე, “ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში” წარმომადგენელი, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სტუმრის სტატუსით ღონისძიებას სამთავრობო სტრუქტურების და ადგილობრივი თვითმართველობების წარმომადგენლები, ევროკავშირის დელეგატები საქართველოში, დამსაქმებლები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დაესწრებიან.

ღონისძიებაზე პროექტის ფარგლებში გამოცხადებული ჟურნალისტთა კონკურის საუკეთესო რადიო ნამუშევრის ნომინაციაში გამარჯვებული კონკურსანტი და 2017 წლის საუკეთესო დამსაქმებლები გამოვლინდებიან, აგრეთვე შედგება პროექტის ფარგლებში შექმნილი ფილმის პრემიერა.

ოთხ სამიზნე რეგიონში მოქმედი პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების ხელმძღვანელები საბოლოო შედეგებს წარადგენენ და ორი წლის განმავლობაში მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე, დაძლეულ და დასაძლევ ბარიერებზე იმსჯელებენ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, ზაზა სოფრომაძე სიტყვით წარსდგება აუდიტორიის წინაშე და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ სპეციალურად შემუშავებული უნიკალური დასაქმების მოდელის მდგრადობაზე ისაუბრებს, რომელსაც პროექტის დასრულების შემდგომ სახელმწიფო ოფიციალურად გადაიბარებს.

ღონისძება ორგანიზებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება“ ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს სოციალურ–ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ტრენინგების და დასაქმების გზით. პროექტი ასევე ემსახურება პროფესიულ სასწავლებლებსა და ბიზნეს სექტორს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმისა და დისკრიმანციის შემცირებას და აღნიშნულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას. პროექტი ხორციელდება განათლების განვითარების და დასაქმების, თელავის განათლების განვითარების და დასაქმების და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის საქართველოს კომიტეტი „ოტავა 98“ პარტნიორობით.

ხელფასები საჯარო სექტორში – საიას რეკომენდაციები საჯარო სამსახურის ბიუროს

2017 წლის 6 ივლისს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საჯარო სამსახურის ბიურომ საზოგადოებას წარუდგინა „საჯარო დაწესებულებაში ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც ახლებურად განსაზღვრავს საჯარო სამსახურში ანაზღაურების წესსა და ოდენობას.

არასამთავრობო ორგანიზაცია საია მიესალმება „საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების თაობაზე კანონპროექტის შემუშავებას, თუმცა კანონპროექტში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს.

კანონპროექტის სამართლებრივი ანალიზის შედეგად, საიამ საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგინა შემდეგი რეკომენდაციები, რომლებსაც ოფიციალურ ვებ-გვერდზე აქვეყნებს:

  1. ცენტრალური და ავტონომიური რესპუბლიკის დაწესებულებებში საჯარო მოხელეთა ანაზღაურება განისაზღვროს ერთი და იმავე (დანართი 1) კოეფიციენტების სისტემის საფუძველზე;
  2. გაუქმდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული საჯარო მოხელეების ანაზღაურების კოეფიციენტებს შორის განსხვავება მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით და ყველა მუნიციპალიტეტს ჰქონდეს შესაძლებლობა თანაბრად გამოიყენოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის შექმნილი ანაზღაურების ცხრილი (დანართი 2), მისი შესაძლებლობის ფარგლებში და არ მოხდეს დამატებითი ფინანსური ბარიერების დაწესება;
  3. განისაზღვროს საჯარო მოხელის მიერ დაკავებული პოზიციის შესაბამისად ანაზღაურებისათვის განსაზღვრული კატეგორიების მინიჭების წესი და კრიტერიუმები, რათა აღნიშნული საკითხი არ დარჩეს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის დისკრეციულ უფლებამოსილებაში;
  4. გაიზარდოს საკლასო დანამატის პროცენტული ოდენობა გაიზარდოს (1 კლასი დაიწყოს სულ მცირე 5%-დან), რათა უზრუნველყოს საჯარო მოხელეთა შორის მოტივაციის გაზრდა;
  5. განისაზღვროს ერთჯერადად გაცემული სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს ზღვრული ოდენობა თანამდებობრივი სარგოს თვიური ოდენობის 10%-დან 30%-მდე;
  6. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს არ ჰქონდეთ სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების უფლება;
  7. გაუქმდეს ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის ანაზღაურების განსაზღვრის საგამონაკლისო წესი;
  8. გათანაბრდეს ცენტრალური და ავტონომიური რესპუბლიკების იდენტური სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების სარგოების კოეფიციენტები;
  9. სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირებს არ ჰქოდეთ უფლება მიიღონ სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო;
  10. დეტალურად განისაზღვროს კერძო სექტორთან კონკურენციის მუხლი და განისაზღვროს სფეროები, სადაც საქართველოს მთავრობას ექნება უფლება განსაზღვროს თანამდებობათა ჩამონათვალი.
  11. სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურების სისტემა ამოქმედდეს კანონის ამოქმედებასთან ერთად და არა საგამონაკლისო წესით 2021 წლის იანვრიდან;
  12. ანაზღაურების ახალი სისტემის ამოქმედებამ არ გამოიწვიოს საჯარო მოსამსახურეთა არსებული ანაზღაურების შემცირება.“

სექტემბრის ბოლოს, კანონპროექტი საპენსიო რეფორმის შესახებ გამოქვეყნდება 

საპენსიო რეფორმის შესახებ კანონპროექტი საჯარო თვის ბოლოს გახდება.

რას გულისხმობს საპენსიო რეფორმა ? 

2014 წელს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში, შეიქმნა საპენსიო რეფორმის სამსახური, რომლის მიზანია, საქართველოს საპენსიო სისტემის რეფორმის კონცეფციის შემუშავება და დანერგვა. საპენსიო სისტემის ახალ მოდელზე საქართველო სწორედ 2017 წელს გადავა.

კერძო საპენსიო სისტემა „განსაზღვრული შენატანის“ პრინციპს დაეფუძნება (Defined Contribution). ასეთი სისტემის თანახმად, კერძო საპენსიო ფონდში დაგროვებული თანხა დამოკიდებულია ინდივიდუალურ შენატანებზე, საპენსიო ფონდის ამონაგებსა და დასაქმების ხანგრძლიობაზე (რაც უფრო დიდი ხნის მანძილზე მოხდება პორტფელში ინვესტირება, მით უფრო მაღალი ფინანსური შედეგი დადგება). განსაზღვრული შენატანების პრინციპის თანახმად, მოქალაქის მიერ სამომავლოდ მისაღები სარგებელი პირდაპირ დაკავშირებულია პირის მიერ წლების განმავლობაში გამომუშავებულ ხელფასსა და შენატანებზე. თუმცა, კერძო დაგროვებითი სისტემის მონაწილეები იმავდროულად მიიღებენ არსებულ სოციალურ პენსიას.

კერძო დაგროვებითი სისტემის სარგებლის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორია ყოველთვიური შენატანების პროცენტული მაჩვენებელი ხელფასთან მიმართებაში. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური გარემოს გათვალისწინებით, საპენსიო ფონდში ყოველთვიური შენატანების ოდენობა განისაზღვრა 6%-ით. რეკომენდირებულია, რომ შენატანების კოეფიციენტმა საშუალო ვადიანი პერიოდში 8%-ს მიაღწიოს. შენატანების პროცენტული ოდენობა (6%) დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის გადანაწილდება.

საჯარო სექტორი და სახელწიფო საკუთრებაში მყოფი კომპანიები თანამშრომლებს დააფინანსებენ იგივე წესით, როგორც კერძო სექტორის შემთხვევაში.

კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვა ნებაყოფლობითი მონაწილეობის საფუძველზე მოხდება. თუმცა, მნიშვნელოვანია სავალდებულო პრინციპის არსებობა დამსაქმებელსა და სახელმწიფოს მიმართ.

რეფორმის განხორციელების ფისკალური ხარჯები შედგება სამი კომპონენტისგან:

  1. სახელმწიფოს 2%-იანი კონტრიბუცია;
  2. სახელმწიფო სტრუქტურებსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების თანამშრომლებისათვის დამსაქმებლის მიერ განხორციელებული შენატანი
  3. დამსაქმებლის 2%-იანი შენატანის განთავისუფლება 20%-იანი საშემოსავლო გადასახადისგან.

ახალი მოდელი გულისხმობს სისტემაში ჩართული დასაქმებული პირის მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტში კვლავ 20%-ის გადახდას, საიდანაც სახელმწიფო თავის თავზე იღებს ვალდებულებას, 2% მიმართოს პირის დაგროვებითი ანგარიშისკენ. ამის პარალელურად, მოქალაქე დამატებით 2%-ს რიცხავს საპენსიო ფონდში, დამსაქმებელი კი, თავის მხრივ, კიდევ 2%-ს. შესაბამისად, ვიღებთ მოდელს, სადაც ხელფასის 6% ტოლფასად დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მხრიდან მიემართება დასაქმებულის დაგროვებითი ანგარიშისკენ, რომელსაც კერძო საფინანსო ინსტიტუტები მართავენ. სხვაგვარად შეიძლება ასეც ითქვას: დასაქმებულს ავტომატურად ჩამოეჭრება ხელფასის 22%, თუმცა ეცოდინება, რომ აქედან 4% მის დაგროვებით ანგარიშზე აისახება, რასაც დამატებით დამსაქმებლის მიერ ჩარიცხული 2%-იც დაემატება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის განცხადებით, ცოტა ხანში რეფორმა, კიდევ უფრო ფართო განხილვის მიზნით, საზოგადოების წინაშე გამოვა.

 

1 იანვრიდან საგარეო საქმეთა სამინისტროში თანამშრომლების საქმიანობის შეფასების სისტემა სრული დატვირთვით ამოქმედდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თანამშრომლების საქმიანობის და მათი კარიერული წინსვლის შეფასების სისტემა დაინერგა. ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს პრესსამსახურმა 2017 წლის ივლისში გაავრცელა.

უწყებამ ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით აღნიშნული რეფორმა ბრიტანელი ექსპერტების დახმარებით, ბრიტანეთის მთავრობის  “კარგი მმართველობის ფონდის (Good Governance Fund)“ მიერ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში განახორციელა. შეფასების სისტემა ითვალისიწნებს თანამშრომელთა საქმიანობის შეფასებას, მათი პროფესიული ზრდის და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს.  პროექტის განხორციელებაში, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართული ბრიტანული საკონსულტაციო კომპანია PwC-ის მიერ მოწვეული ქართველი და უცხოელი ექსპერტები. სამინისტროში ჩატარებული დიაგნოსტიკის საფუძველზე, ექსპერტებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები,რომელიც ხელს შეუწყობს შეფასების მეთოდოლოგიის ჩამოყალიბებას, მის სამართლებრივ მოწესრიგებას და სამინისტროს სისტემაში დანერგვას, ასევე უწყების ინსტიტუციურ და ორგანიზაციულ განვითარებას.

​ამ ეტაპზე უწყებაში საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს სისტემის დანერგვა და 1 იანვრიდან ის უკვე სრული დატვირთვით ამოქმედდება. აღსანიშნავია, რომ საგრაეო საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთი პირველთაგანია საჯარო უწყებებს შორის ვინც აღნიშნულ სისტემას დანერგავს.