შემოგვიერთდით

2019 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო რეფორმა ამოქმედდა

საპენსიო სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა ყველა დასაქმებული და საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე უცხო ქვეყნის რეზიდენტი მოქალაქეებისთვის, რომელსაც 2018 წლის 6 აგვისტოს 40 წელი ჯერ არ ჰქონდა შესრულებული.

ამასთან, საპენსიო სქემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია ყველა თვითდასაქმებულისთვის, მიუხედავად მისი ასაკისა და ყველა დასაქმებულისთვის, რომელიც 2018 წლის 6 აგვისტოს 40 ან მეტი წლის იყო.
პირველი იანვრიდან საპენსიო სქემაში ავტომატურად გაწევრიანდა საქართველოში დასაქმებული ყველა მოქალაქე და მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე უცხო ქვეყნის რეზიდენტი, რომლებსაც კანონის ამოქმედების მომენტში ქალბატონებს 55, ხოლო მამაკაცებს 60 წელი არ ჰქონდათ შესრულებული.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 1-ელი აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით, საპენსიო რეფორმაში ჩართულ პირებს, რომლებსაც კანონის ამოქმედების მომენტისათვის 40 წელი ჰქონდათ შესრულებული, სისტემის დატოვება განცხადების საფუძველზე შეეძლებათ. იმ შემთხვევაში, თუ საპენსიო სისტემის დატოვების შემდეგ მოქალაქე მასში კიდევ ერთხელ ჩართვას მოინდომებს, ამის საშუალება მიეცემა, თუმცა ამ შემთხვევაში, სისტემას მეორედ ვეღარ დატოვებს.
რაც შეეხება საპენსიო შენატანებს, ყოველთვიურად,დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მისი დაუბეგრავი ხელფასის 2% მიემართება. ორ-ორი პროცენტის შენატანს კი დამსაქმებელი და სახელმწიფო განახორციელებს.
თვითდასაქმებული საპენსიო სქემის მონაწილე კი, რომელიც სისტემაში ნებაყოფლობით ჩაერთვება, ინდივიდუალურ ანგარიშზე თავისი დაუბეგრავი შემოსავლის 4%-ს ჩარიცხავს, ხოლო სახელმწიფო დაუბეგრავი შემოსავლის 2%-ს დაუმატებს.
საპენსიო ასაკის მიღწევიდან ნებისმიერ დროს, პირი დაგროვილი საპენსიო თანხის ყოველთვიურად გატანას განცხადების საფუძველზე შეძლებს.
აღსანიშნავია, რომ საპენსიო სისტემაში ჩართულ პირებს თავიანთი ფინანსური ანგარიშის შემოწმების საშუალება ყოველდღიურად, საპენსიო სააგენტოს ელექტრონული აღრიცხვის სისტემაში შეეძლებათ. სადაც შეუძლიათ გადავიდენ საპენსიო სააგენტოს ოფიციალური ვებ გვერდიდან. ამასთან, მათ საშუალება მიეცემათ, თვალი ადევნონ, მისი თანხა რა აქტივებშია განთავსებული და როგორია აღნიშნული აქტივების ფასი.

საპენსიო სქმისა და რეფორმასთან დაკავშირებული ყველა დეტალის გაცნობა მოქალაქეებს ვებ-გვერდზე www.pensions.ge შეეძლებათ.

  •  
  •  
  •  
  •