შემოგვიერთდით

„ყაზტრანსგაზი“ თანამშრომლების გადამზადებას და რებრენდინგს იწყებს

დღეიდან „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ რებრენდიგის პროცესს იწყებს, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება, რაც სახელის ცვლილების გარდა გულისხმობს ბრენდი ლოგოს, ფერის და აიდენტიკის სხვა ელემენტების სრულად განახლებას.

გაზგამანაწილებელი კომპანია დედაქალაქის მცხოვრებლებს „თბილისი ენერჯის“ სახელით მოემსახურება.

“თბილისი ენერჯისთვის“ პრიორიტეტია დედაქალაქის გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია, რომელიც რამდენიმე ათეული წელია არ განახლებულა.

კომპანია ითვალისწინებს მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას, რომელიც გაზის უსაფრთხო მოხმარებას უკავშირდება და აბონენტებთან ერთად, რომლებიც კანონმდებლობით თავად არიან პასუხისმგებლები საკუთარ ფართში გაზდანადგარების სწორ ექსპლუატაციაზე, სექტემბრიდან ფართომასშტაბიან კამპანიას გეგმავს, რომელიც სრულად მიმართული იქნება ბუნებრივი გაზის უსაფრთხო გამოყენების უზრუნველსაყოფად.

ამჟამად დაწყებულია „თბილისი ენერჯის“ თანამშრომლების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სამუშაოები, გაზგამანაწილებელი კომპანიის ბიზნეს გეგმით ქსელის რეაბილიტაციაში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში, რაც ასევე გაუმარტივებს აბონენტებს კომპანიასთან ურთიერთობას.

„თბილისი ენერჯი“ წარმოადგენს ქართულ ბიზნეს ჯგუფს, რომლისთვისაც პრიორიტეტი თითოეული მომხმარებელია“, – ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ განცხადებაში.

კოკა – კოლას ვიდეორგოლი – თუ შენი თანამშროლების სამუშაო დღე დასრულდა, შენ კი ახლა იწყებ

თუ შენი თანამშროლების სამუშაო დღე დასრულდა, შენ კი ახლა იწყებ, მაშინ დროა მიირთვა კოკა-კოლა + ყავა! – კოკა – კოლას ვიდეორგოლი. Continue reading “კოკა – კოლას ვიდეორგოლი – თუ შენი თანამშროლების სამუშაო დღე დასრულდა, შენ კი ახლა იწყებ”

როგორი იქნება უბედური შემთხვევის დაზღვევის სტანდარტი?

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ, 26 ივლისს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოში მოქმედ სადაზღვევო კომპანიებთან, რომელსაც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოწვეული ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენს საქართველოს სადაზღვევო სივრცეში არსებული სიტუაციის შესწავლა და სამუშაო ადგილზე მომხდარი ინციდენტის შედეგად გამოწვეული დროებითი შრომისუუნარობისა და ზოგადად უბედური შემთხვევის დაზღვევის სტანდარტის შემუშავება, რომელიც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს დასაქმებულ პირთა სოციალურ დაცულობას.

შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კომპანიების გამოცდილება, არსებული პრაქტიკა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტების წინადადებები.

“შრომის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-5 მუხლის, მე-9 პუნქტის შესაბამისად, უბედური შემთხვევის დაზღვევის სტანდარტის შემუშავებისა და ეფექტური აღსრულების მიზნით განახლდება შეხვედრები სამუშაო ფორმატში.

,,ხეს უფრო მეტად შეუძლია ჩვენი ემოციები და იდეები გადმოსცეს” – ოლეგ ბაციკაძე Dream tree-ის დამფუძნებელი

,,Dream tree” – იგივე ,,ნატვრის ხე” სულ ახლახანს დაფუძნებული ხის უნიკალური ნაკეთობების საწარმოა. Continue reading “,,ხეს უფრო მეტად შეუძლია ჩვენი ემოციები და იდეები გადმოსცეს” – ოლეგ ბაციკაძე Dream tree-ის დამფუძნებელი”

,,დელფინარიუმი ჩემი სიამაყეა, ყოველდღიური დადებითი ენერგიის და ემოციის წყაროა” – გიგა ლორია დელფინების მწვრთნელი

ვინც ბათუმის დელფინარიუმში ხართ ნამყოფი, მონიკას, ხვიჩას, მაიას, ციცის, ნინის, ზოროს და მარკოს აუცილებლად გაიცნობდით.  Continue reading “,,დელფინარიუმი ჩემი სიამაყეა, ყოველდღიური დადებითი ენერგიის და ემოციის წყაროა” – გიგა ლორია დელფინების მწვრთნელი”

საირმეში ტურიზმის სკოლა გაიხსნება

ტურიზმის სფეროს განვითარების მიზნით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან და შვეიცარულ მასპინძლობის სკოლა SHL-თან ერთად საირმეში ტურიზმის სკოლა გაიხსნება. Continue reading “საირმეში ტურიზმის სკოლა გაიხსნება”

,,ახალგაზრდებს ვუსურვებ არ შეუშინდნენ არც ერთ ახალ გამოწვევას”- 80 წლის ზეინარ დიდებაშვილი

Hrhub.ge-ის ახალი რუბრიკა ,,უხუცესი თანამშრომელი” დაემატა. Continue reading “,,ახალგაზრდებს ვუსურვებ არ შეუშინდნენ არც ერთ ახალ გამოწვევას”- 80 წლის ზეინარ დიდებაშვილი”

ეძებთ გრაფიკულ დიზაინერებს? – 3-4 აგვისტოს ტექნოპარკში დასაქმების ფორუმი გაიმართება

„საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ“ ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორია „GeoLab”-თან თანამშრომლობით, თბილისსა და საქართველოს რვა რეგიონში არსებულ ინოვაციურ ცენტრებსა და ტექნოპარკებში, ჰიბრიდული სწავლების მეთოდით, გრაფიკული დიზაინის საბაზისო კურსი განახორციელა. Continue reading “ეძებთ გრაფიკულ დიზაინერებს? – 3-4 აგვისტოს ტექნოპარკში დასაქმების ფორუმი გაიმართება”

ფოთში, სასწრაფო დახმარების მანქანაში, ახალი სიცოცხლე დაიბადა!

ფოთში, სასწრაფო დახმარების მანქანაში, ახალი სიცოცხლე დაიბადა! 🚑
ეკიპაჟის წევრებმა ქალბატონი კლინიკაში გადაყვანის დროს, მანქანაში ამშობიარეს.
ახალშობილი გოგონა რამდენიმე წუთში დაიბადა.
“ჩვენს ექიმს – ქრისტინა დანელიას, ექთანს – სულიკო კოსტავასა და მძღოლს, ირაკლი ლოლუას მადლობას ვუხდი გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის! 💯 #გვეამაყება ❗” – სასწრაფო დახმარების სამსახური.
#საგანგებო2018 – #შენისიცოცხლისგადასარჩენად

,,ვაჟკაცი დაკარგა ჩვენმა სამსახურმა და მთელმა საქართველომ გელა მელიქიძის სახით” – ილია ალადაშვილი

მეხანძრე-მაშველი გმირია – ეს ფრაზა ალბათ, ერთხელ მაინც მოგისმენიათ ან შეგხვედრიათ სოციალურ ქსელში.
Continue reading “,,ვაჟკაცი დაკარგა ჩვენმა სამსახურმა და მთელმა საქართველომ გელა მელიქიძის სახით” – ილია ალადაშვილი”