შემოგვიერთდით

აჭარაბეთის გასვლითი ტრენინგი ლოპოტაზე ჩატარდა

აჭარაბეთის დიდი გუნდის გასვლითი ტრენინგი ლოპოტაზე ჩატარდა, რომლის მთავარი მიზანიც შიდა კომუნიკაციების გაძლიერება და თანამშრომლებს შორის ცნობადობის გაზრდა იყო.

სახალისო თიმბილდინგებმა და უჩვეულო თავსატეხებმა თანამშრომლები ერთმანეთთან უფრო დააახლოვა, რაც საბოლოოდ აუცილებლად აისახება გუნდის პროდუქტიულობასა და სამუშაოს მაღალი ხარისხით შესრულებაზე! – აცხადებენ კომპანიაში.

„ვისოლ ჯგუფმა“ მორიგი კომპლექსი “არგვეთაში”გახსნა და 200-მდე ადამიანი დაასაქმა

„ვისოლ ჯგუფმა“ გორის „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის“ შემდგომ სტრატეგიული, რიგით მეორე მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზეც შექმნა და ტრანზიტული მარშრუტითა თუ ქვეყნის დასავლეთით მოძრავ მგზავრებს მოგზაურობის სრული კომფორტი შეუქმნა. კომპლექსის საზეიმო გახსნას  საქართველოს პრემიერ-მინისტრი Continue reading “„ვისოლ ჯგუფმა“ მორიგი კომპლექსი “არგვეთაში”გახსნა და 200-მდე ადამიანი დაასაქმა”

START in HR – საქართველოს ბანკის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტმა სტუდენტური პროგრამა შექმნა

საქართველოს ბანკის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტი აცხადებს სტუდენტურ პროგრამას START in HR. Continue reading “START in HR – საქართველოს ბანკის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტმა სტუდენტური პროგრამა შექმნა”

Kind David – ს 3 სხვადასხვა ზომის საკონფერენციო დარბაზი – KD Meeting Space შეემატა

King David-ში არაჩვეულებრივი სიახლეა. მე-2 სართულზე გაიხსნა KD Meeting Space, რომელიც 3 სხვადასხვა ზომის საკონფერენციო დარბაზს აერთიანებს. დარბაზები სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით და საუკეთესო სივრცეა ტრეინინგებისთვის, პრეზენტაციებისთვის და სხვადასხვა საინტერესო
ღონისძიებებისთვის.

მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას შრომის უსაფრთხოების მინიმალურ მოთხოვნებზე შეხვედრა გაიმართა

“მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნებისა და სამუშაო ადგილებზე მინიმალური სტანდარტების დადგენის თაობაზე” ტექნიკური რეგლამენტის პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით 16 და 17 ივლისს გაიმართა სამუშაო ჯგუფის რიგით მეორე და მესამე შეხვედრა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციის, პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები.

რეგლამენტის პროექტი განსაზღვრავს მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ მინიმალურ მოთხოვნებს.

აღნიშნული დაფუძვნებულია ევროდირექტივაზე (90/270/EEC ), რომელიც იცავს დასაქმებულებს სამუშაო ადგილზე ეკრანიანი მოწყობილობების მავნე ზემოქმედებისგან.

❗️ტექნიკური რეგლამენტის პროექტი ეხება ყველა იმ სამუშაო ადგილს, სადაც დასაქმებული მონიტორიან დანადგარს იყენებს რეგულარულად, დღეში არანაკლებ 4 საათის განმავლობაში

➡️ ტექნიკური რეგლამენტის პროექტი არ ვრცელდება:

ა) მძღოლის კაბინაში ან მანქანა-მოწყობილობების საკონტროლო კაბინაში არსებულ მონიტორიან აღჭურვილობაზე;
ბ) სატრანსპორტო საშუალებების კაბინებში/ბორტებზე არსებულ მონიტორიან აღჭურვილობაზე;
გ) საჯარო მოხმარებისთვის განკუთვნილ მონიტორიან მოწყობილობაზე;
დ) პორტატულ მოწყობილობებზე, რომლებიც სამუშაო სივრცეში ხანგრძლივი გამოყენებისთვის არ არის განკუთვნილი;
ე) კალკულატორებზე და სხვა ნებისმიერ მოწყობილობებზე, რომლებსაც მონაცემებისა და ზომების გამოსახვისთვის მცირე ზომის ეკრანი გააჩნიათ და ეს ეკრანი ამ აღჭურვილობის გამოყენებისთვის აუცილებელია;
ვ) ტრადიციული დიზაინის მქონე საბეჭდ მანქანებზე (ე.წ. „ფანჯრიანი საბეჭდი მანქანები“).

წყარო: შრომის ინსპექცია / Georgian Labour Inspection