შემოგვიერთდით

23 აგვისტო ჩაფხუტების დღეა – “რაში გჭირდება მაყუთი თუ არ გახურავს ჩაფხუტი”

👷23 აგვისტო ჩაფხუტების დღეა👷 Continue reading “23 აგვისტო ჩაფხუტების დღეა – “რაში გჭირდება მაყუთი თუ არ გახურავს ჩაფხუტი””

wOnderLAND – ის სამუშაო სივრცე, სადაც იყიდება ყველაზე მაგარი პროდუქტი დედამიწაზე – დასვენება!

ოფისში შესვლისთანავე ყურადღბას იპყრობს ნათელი, ფერადი გარემო, სადაც ძალიან გემოვნებით შერჩეული ავეჯი, სანათები და მცენარეები სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნიან. Continue reading “wOnderLAND – ის სამუშაო სივრცე, სადაც იყიდება ყველაზე მაგარი პროდუქტი დედამიწაზე – დასვენება!”

“მიმაჩნია, რომ მაქსიმალურად დიდ ხანს უნდა ემსახურო იმ საქმეს, რომელიც შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია” – თეიმურაზ არეშიძე

www.HRhub.ge – ის ახალი რუბრიკაში ,,უხუცესი თანამშრომელი” ჩვენ გიყვებით სხვადასხვა კომპანიის ყველაზე ასაკოვან თანამშრომლებზე და გიზიარებთ მათ გამოცდილებას. Continue reading ““მიმაჩნია, რომ მაქსიმალურად დიდ ხანს უნდა ემსახურო იმ საქმეს, რომელიც შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია” – თეიმურაზ არეშიძე”

GeoSafety – სრული მომსახურება შრომის უსაფრთხოების მიმართულებით

GeoSafety არის კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სრულ მომსახურებას შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. Continue reading “GeoSafety – სრული მომსახურება შრომის უსაფრთხოების მიმართულებით”

რე|ბანკი თბილისში მესამე ფილიალს ხსნის

რე|ბანკი, პაშა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების ქვე-ბრენდი, თბილისში მესამე ფილიალს ხსნის.
დღეიდან მომსახურების მიღებას მომხმარებლები უკვე ჯავახეთის ქ. 75-შიც შეძლებენ. ბანკის პირველი ფილიალი ომარ ხიზანიშვილის ქ. 15-ში გაიხსნა, ხოლო მეორე – პეკინის გამზ. 19-ში.

თავად ბრენდის პრეზენტაცია 9 აგვისტოს შედგა და მისი მიზანია გაამარტივოს და ახლებურად წარმოადგინოს საბანკო მომსახურება საცალო სექტორში.

პირველ ეტაპზე რე|ბანკი მომხმარებელს სამ ძირითად პროდუქტს შესთავაზებს: ტოპ|ქარდს, მაქსი|ანაბარს და ბლიც|სესხს.

ტოპ|ქარდი 0%-იანი (ეფექტ. 0%-დან) განვადების ბარათია, რომლის მთავარი უპირატესობაა, მომხმარებელს ხარჯების დანაწევრების გზით ყოველთვიურად გამოუთავისუფლოს თანხა სხვა მიზნებისთვის. აღნიშნული ბარათით ამა თუ იმ ნივთის ან მომსახურების შეძენისას მომხმარებელი გადაიხდის ზუსტად იმ საფასურს, რასაც გადაიხდიდა ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში. ამასთანავე, ბარათზე გავრცელდება ქეშბექის ფუნქცია და ბევრი სხვა საინტერესო მახასიათებელი.

მაქსი|ანაბარი და ბლიც|სესხი სტანდარტული საბანკო პროდუქტებია, კონკურენტული საპროცენტო განაკვეთებით და მომსახურების გამარტივებული პირობებით.

„მოხარული ვართ, გავხსნათ ჩვენი მესამე ფილიალი თბილისში. რე|ბანკი ასევე წარმოდგენილი იქნება ბათუმში, ქუთაისში, თელავში, გორში და ზუგდიდში. ვფიქრობთ, რომ მალე შევძლებთ გამორჩეულად მაღალი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ მომხმარებლებს მთელ საქართველოში.“ – შოთა იოსელიანი, პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი საცალო ბიზნესის მიმართულებით.

რე|ბანკის პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და ასევე, განაცხადის დატოვება შესაძლებელი იქნება ბანკის ვებ-გვერდზე და სატელეფონო მომსახურების ცენტრში:

www.rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525

Continue reading “რე|ბანკი თბილისში მესამე ფილიალს ხსნის”

KEUNE Academy – სასწავლებელი სილამაზის მომსახურების სფეროში

Keune Georgia წარმოგიდგენთ სასიამოვნო სიახლეს – Keune Academy Georgia Continue reading “KEUNE Academy – სასწავლებელი სილამაზის მომსახურების სფეროში”

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის 40 წელზე მეტი სტაჟის მქონე თანამშრომლები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლებს საპატიო სიგელები გადაეცათ.

40 წელზე მეტი სტაჟის მქონე თანამშრომლებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე შეხვდა, მათი მუშაობა შეაფასა და გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე უწყების თანამშრომლებმა ის ეტაპები და ნაბიჯები გაიხსენეს, რომლებიც მათ საქსტატთან ერთად გაიარეს.

თეონა მალაციძის ისტორია Retail Group Georgia-ში – გაყიდვების კონსულტანტობიდან რეგიონულ ვიზუალ მერჩენდაიზერობამდე

კომპანიაში სადაც ნამდვილად სჯერათ თანამშრომლების პოტენციალის და აფასებენ თითოეული ადამიანის ინტერესებს ყოველთვის მიაღწევ წარმატებას, მაგრამ წინსვლა და წარმატება, რომ მხოლოდ გარემო ფაქტორებზე არ არის დამოკიდებული და უმეტესად შენს შრომაზე და მონდომაბეზეა დამყარებული, ამის ნათელი მაგალითი Retail Group Georgia – ს რეგიონული ვიზუალ მერჩენდაიზერის, თეონა მალაციძის ისტორიაა.

HR hub: თეონა, მოგვიყევი შენზე და შენი კარიერის დასაწყისზე Retail Group Georgia– ში

მუშაობა რომ დავიწყე მეორე კურსს ვამთავრებდი. ვსწავლობდი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე, კერძოდ მენეჯმენტზე. კომპანიის შესახებ პირველად ჩემი მეგობრისგან შევიტყვე, რომელიც ნახევარ განაკვეთზე ამავე კომპანიაში უკვე მუშაობდა. იქიდან გამომდინარე, რომ ვსწავლობდი, მოქნილი გრაფიკი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რის საშუალებასაც აღნიშნული კომპანია მაძლევდა. ამიტომაც 2014 წლის ივნისს, მუშაობა დავიწყე ნახევარ განაკვეთზე გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე მაღაზია Cortefiel-ში, რასაც სამუშაო გამოცდილების დაგროვებისთანავე მოყვა სრულ განაკვეთზე გადასვლა მაღაზია La Senza-ში.

HR hub: მოგვიყევი იმ გამოწვევებზე და სიძნელეებზე რისი გადალახვაც მოგიწია კარიერის შემდეგ საფეხურზე გადასასვლელად.

იქიდან გამომდინარე რომ მენეჯმენტზე ვსწავლობდი, პრაქტიკულმა გამოცდილებამ დიდი წვლილი შეიტანა ჩემს განვითარებაში. სრულ განაკვეთზე მუშაობის დროს ვერკვეოდი მენეჯერის მოვალეობებში, თუ როგორ უნდა დამესახა პრიორიტეტები, შემესრულებინა დღის გეგმა წარმატებით და გადამენაწილებინა დრო ოპტიმალურად.  პერიოდულად გვიტარდებოდა ისეთი ტრენინგები მომსახურების კუთხით, რომელიც გვეხმარებოდა მომხმარებელთან კომუნიკაციაში და რა თქმა უნდა ხელს უწყობდა იმ ამოცანების შესრულებას, რომლითაც იზომებოდა შედეგები.

ერთ წლიანი ინტერვალებით დავწინაურდი იმავე მაღაზიაში მენეჯერის ასისტენტის და შემდეგ La Vie en Rose-ში მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე. უამრავი გამოწვევა და სიახლე იყო ჩემს ირგვლივ. ვცდილობდი თითოეული სირთულიდან მესწავლა და სწორედ გამომეყენებინა გამოცდილება კიდევ უფრო რთული ამოცანების გადასაჭრელად. მაღაზიის მენეჯერად მუშაობის დროს, სრულიად გუნდის შედეგებზე ვაგებდი პასუხს, რაც თავისთავად დიდი პასუხისმგებლობა იყო. ეს მავალდებულებდა მემუშავა ჩემს თავზე, გამომემუშავებინა დროის მენეჯმენტის, თანამშრომლებთან კომუნიკაციის, საქმის დელეგირების, მათი სამუშაოს დაგეგმვისა და შემდეგ შეფასების უნარები და გამეხადა ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი.

HR hub: თეონა, ვინ და რა ფაქტორებმა მოახდინეს გავლენა თქვენს კარიერულ წინსვლაზე?

მენეჯმენტის კუთხით განათლებამ, დაგროვილმა გამოცდილებამ და დამატებითმა პასუხისმგებლობამ საშუალება მომცა ცოდნა გამეღრმავებინ ისეთ საკითხებში, როგორიც არის ბრენდ პარტნიორებთან კომუნიკაცია, კომერციული ცოდნის გაღრმავება, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება და სხვა.

აუცილებლად აღსანიშნავია ჩემი უშუალო ხელმძღვანელის წვლილი იმ ცოდნის და გამოცდილების დაგროვებაში, რომელიც დღემდე გზას მიკვალავს.

იმასაც ვიტყვი, რომ როდესაც ვიზუალური მერჩენდაიზინგის კუთხით ინტერესი გამოვიჩინე საქმის შესწავლაში, კომპანიის გამოცდილი თანამშრომლები დამეხმარნენ, რაც რეალურად ჩემი კარიერის გაგრძელების შემდეგი საფეხური გახდა და საკმაოდ კონკურენტული შიდა შერჩევის წარმატებით გავლის შემდეგ, უკვე მეოთხედ დავწინაურდი რეგიონული ვიზუალ მერჩენდაიზერის პოზიციაზე, რომელსაც დღემდე ვიკავებ. იმისათვის, რომ ვიზუალ მერჩენდაიზინგისა თუ მარკეტინგის კუთხით  მუდმივად განახლებული იყოს ჩემი ცოდნა, ტრენინგები გავიარე იორდანიაში და დუბაიში, ვიყავი პრეზენტატორი სხვადასხვა ტიპის პრეზენტაციებზე, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. დღევანდელი ჩემი ყოველდღიურობა სავსეა იმ საქმით, რომელიც მიყვარს და სიამოვნებით ვაკეთებ.

HR hub: რას ეტყოდით მომავალ თაობას, რომელიც კარიერას ახლა იწყებს?

გახსოვდეთ, რომ შესაძლებლობები ამოუწურავია, მთავარია განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა და დაუღალავი შრომა.

თუ თქვენც გსურთ შეუერთდეთ Retail Group Georgia – ს განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს, შეავსეთ აპლიკაცია 20 სექტემბრამდე.

თუ შენ ვერ მიდიხარ შვებულებაში, შვებულება მოდის შენთან პირდაპირ ოფისში

ზაფხული ის პერიოდია, როცა კომპანიაში ყველა შვებულებაშია, ისვენებს ან ფიქრობს გართობასა და დასვენებაზე. Continue reading “თუ შენ ვერ მიდიხარ შვებულებაში, შვებულება მოდის შენთან პირდაპირ ოფისში”

GULF – “ჩვენ შევქმენით ისეთი სამუშაო გარემო, რომელშიც თქვენ განსაზღვრავთ დასაქმების პირობებს”

Gulf Georgia ნავთობკომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც საწვავის ხარისხითა და მომსახურების მაღალი დონით გამოირჩევა. 2010 წლის მარტიდან საქართველოში საერთაშორისო ბრენდს ოფიციალურად შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია” წარმოადგენს.
“შრომა ყოველთვის უფრო მომგებიანია ვიდრე სახლში უსაქმოდ ყოფნა.
ამიტომ…
ჩვენ შევქმენით ისეთი სამუშაო გარემო, რომელშიც თქვენ განსაზღვრავთ დასაქმების პირობებს.
ჩვენთან, თქვენ ირჩევთ დასაქმების ადგილმდებარებობას (თბილისის მასშტაბით ავტოგსამართ სადგურებზე) და ინტენსივობას
(დილის / საღამოს ცვლში – 07:00 საათიდან 23:00 საათამდე – ყოველდღიურად, დღეგამოშვებით ან თქვენთვის მოსახერხებელი გრაფიკით).
ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენს სწავლებას, დაზღვევას და სრულად ავანაზღაურებთ ნამუშევარ თითოეულ დღეს.” – აცხადებენ კომპანიაში.
ავტოგასამართი სადგურის ოპერატორის პოზიციაზე დასაქმების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 379150.