შემოგვიერთდით

საქართველოში უძრავი ქონების პირველი სკოლა იხსნება

ყველა ადამიანის ცხოვრებაში, ვინც კარიერულ განვითარებაზე ზრუნავს, დგება მომენტი, როცა ცდილობ გადახედო განვლილ გზას და გადააფასო საკუთარი შესაძლებლობები. Continue reading “საქართველოში უძრავი ქონების პირველი სკოლა იხსნება”

საქართველოს უნივერსიტეტი შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე დისკუსიას უმასპინძლებს

7 ნოემბერს, 17:00სთ-ზე, საქართველოს უნივერსიტეტი  და მასთან არსებული დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise აწყობს საჯარო დისკუსიას შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე, სადაც განიხილება საქართველოს შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, მათ შორის  ახალი შესაძლო კანონი „შრომის ინსპექციის შესახებ“. ღონისძიება ჩატარდება საქართველოს უნივერსიტეტში (კოსტავას ქ.77 IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519).

დისკუსია მოიცავს ყველა იმ ბუნდოვან საკითხს, რაც საფრთხის შემცველია როგორც დამსაქმებლისთვის, აგრეთვე დასაქმებულისთვის.

დისკუსიას გაუძღვებიან:

ირაკლი პეტრიაშვლი – პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე;

ირაკლი ლექვინაძე – ბიზნესომბუდსმენი;

შალვა ცხაკაია – დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი.

დასწრება თავისუფალია!

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/2NwQmUs

„აგრძნობინე შენს თანამშრომლებს თავი მნიშვნელოვნად და ისინი აუცილებლად აგრძნობინებენ სტუმრებს თავს განსაკუთრებულად“ – გიორგი მურჯიკნელი

გიორგი მურჯიკნელს 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს სტუმარ-მასპინძლობის სფეროში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. Continue reading “„აგრძნობინე შენს თანამშრომლებს თავი მნიშვნელოვნად და ისინი აუცილებლად აგრძნობინებენ სტუმრებს თავს განსაკუთრებულად“ – გიორგი მურჯიკნელი”